ძებნა

ვალუტის კონვერტორი

USD
EUR
GBP
GEL

მიმდინარე კურსი

CurrencyRateSell
GEL2.678USD
GEL2.879EUR
GEL3.331GBP

მოცულობითი კალკულატორი

სიგრძე: სმ.
სიგანე: სმ.
სიმაღლე: სმ.
წონა:

გადახდის მეთოდები

visa balans_visat liberty bank
intel expresst Bonus balance
intel expresst bonus

 რას ნიშნავს ბილინგ (Billing) და შიპინგ (Shipping) მისამართი?

ბილინგის მისამართი (billing address) , არის მისამართი, რომელიც თქვენ გაქვთ მითითებული ბანკში პლასტიკური ბარათის მიღებისას.

შიფინგის მისამართი (shipping Address) , ნიშნავს მისამართს სადაც გსურთ, რომ მოხდეს თქვენს მიერ ნაყიდი ნივთის მიტანა, ანუ საბერძნეთში ან დიდ ბრიტანეთში ჩვენს მიერ გამოყოფილი საწყობის მისამართი, საიდანაც, უკვე ჩვენ მოვახდენთ მის ტრანსპორტირებას თქვენამდე.

 

 რომელ უცხოეთის ინტერნეტ მაღაზიებში შემიძლია შოპინგი?

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთები ნებისმიერ ინტერნეტ მაღაზიაში მსოფლიოს მაშტაბით, რომელიც ახორციელებს მიტანას ჩვენს მიერ გამოყოფილ საწყობის მისამართზე.

ცნობილი მაღაზიების სია იხილეთ ონლაინ მაღაზიები“


მოწმდება თუ არა გამოგზავნილი ამანათი?

გამოგზავნილი ამანათის გადის აუცილებელ სკანირებას. იმ შემთხვევაში, თუ ამანათში აღმოჩნდა პროდუქცია, რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია ის იგზავნება უკან გამყიდველთან ან განადგურდება.


 ამანათი არ მოვიდა საწყობში, ვის უნდა მივმართო ?

პირველ რიგში უნდა დაუკავშირდეთ გამოგზავნ ინტერნეტ მაღაზიას და ამანათის კოდის (Tracking Number) საშუალებით გაარკვიოთ გამოგზავნის ზუსტი თარიღი.

ამანათის ჩვენს საწყობში მოსვლამდე, ჩვენ მას ვერ ვაკონტროლებთ და შესაბამისად არ ვაგებთ პასუხს მის დაკარგვაზე. ასეთ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ გამოგზავნ ინტერნეტ მაღაზიას, რათა მოახდინონ ზარალის ანაზღაურება.


 რა შემთხვევაში შეიძლება დაიგვიანოს ამანათებმა?

ამანათები რეგულარულად მოდის სატვირთო თვითმფრინავით, დაგვიანების მიზეზი შესაძლებელია იყოს, ავია რეისი გადადება უამინდობის გამო, ტექნიკური ხარვეზი, სხვა ბუნებრივი მოვლენები, ავიარეისების გადატვირთვა.


როგორ გავიგო თუ რამდენს იწონის ნივთი მის ყიდვამდე?

უმრავლესობა მაღაზიები უთითებს ყველა პროდუქციას მის წონას, მიახლოებით მაღაზიის მიერ მოწოდებული მონაცემებით ყოველთვის შეგიძლიათ წონის გამოთვლა, თუმცა დაზუსტებულ ინფორმაციას მიიღებთ მას შემდეგ რაც ამანათები შევა ჩვენს საწყობში ევროპაში ან ამერიკაში. 


ჩემი ამანათი მივიდა საწყობში მაგრამ არ აისახა სისტემაში რისი ბრალია?

როდესაც ამანათის სისტემაში ასახვა არ ხდება არსებობს რამოდენიმე მიზეზი:

1) მომხმარებელმა/გამყიდველმა არასწორად მიუთითა პირადი საფოსტო ყუთის ნომერი

2) ამანათი საერთოდ არ მისულა ჩვენამდე რადგან არასწორად იყო მითითებული მისამართი

© 2012 Created by webdeveloper.ge