ძებნა

ვალუტის კონვერტორი

USD
EUR
GBP
GEL

მიმდინარე კურსი

CurrencyRateSell
GEL2.414USD
GEL2.709EUR
GEL3.109GBP

მოცულობითი კალკულატორი

სიგრძე: სმ.
სიგანე: სმ.
სიმაღლე: სმ.
წონა:

გადახდის მეთოდები

visa balans_visat liberty bank
intel expresst Bonus balance
intel expresst bonus

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად 300 ლარზე მეტი ღირებულების, 30 კგ-ზე მეტი წონის და 4-ზე მეტი ერთგვაროვანი ამანათი ექვემდებარება განბაჟებას. ერთ ამანათად ჩაითვლება ერთი პიროვნების სახელზე ერთ სატრანსპორტო ზედდებულში არსებული ამანათი ან ამანათების ერთობლიობა.

ამანათი, რომელიც დაექვემდებარება განბაჟებას - ანუ მასში არის 300 ლარზე მეტი ღირებულების, 30 კგ-ზე მეტი წონის პროდუქტი ან 4-ზე მეტი ერთგვაროვანი ნივთი, საბაჟოდან გადმოვა ჩვენს ოფისში, ჩვენ დაგიბეჭდავთ განბაჟებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტს და გაგატანთ ამანათს. ამ დოკუმენთებით  საბაჟო გადასახადის გადახდა შეგიძლიათ 30 კალენდარული დღის განმავლობაში ნებისმიერ ბანკში. შეგახსენებთ, რომ საბაჟო გადასახადი შეადგენს პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს.

განბაჟებისთვის საჭირო ყველანაირ პროცედურას და საბაჟოსთან ურთიერთობას ახორციელებენ ჩვენი კომპანიის დეკლარანტები და ეს მომსახურეობა ჩვენი კლიენტებისთვის არის სრულიად უფასო. თქვენ არ მოგიწევთ საბაჟოსთან ურთიერთობა და თავიდან აიცილებთ ამ პროცედურებთან დაკავშირებულ ყველანაირ გართულებას. ერთადერთი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, მობრძანდეთ ჩვენს ოფისში და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ამანათის წინასწარი დეკლარირება სავალდებულოა, რათა დროულად მიიღოთ ამანათი და თავიდან აიცილოთ ზედმეტი გაუგებრობები. დეკლარირებისათვის საჭიროა შეხვიდეთ ჩვენს ინტერნეტ გვერდზე თქვენს ოთახში და დეკლარირების ფანჯრის შესაბამის ველებში მიუთითოთ ამანათში მოთავსებული პროდუქციის აღწერა, ფასი და ინტერნეტ მაღაზიის დასახელება, საიდანაც შეიძინეთ აღნიშნული ნივთი (მაგ. amazon.com). დეკლარირების სრულყოფილად და სწორად შევსებაზე მთლიანად პასუხისმგებელია მომხმარებელი. ამანათის დეკლარირება შესაძლებელია ნივთის შეძენისთანავე.

იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება წინასწარი დეკლარირება,  ამანათი დაყოვნდება საბაჟოზე რამოდენიმე დღის განმავლობაში.

ტვირთის განბაჟებაზე და დღგ-ს დროულ გადახდაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა არ გადაიხადა საბაჟო გადასახადი 30 კალენდარული დღის განმავლობაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით სახელმწიფო დააკისრებს დამატებით ჯარიმას. 

 

 

 

© 2012 Created by webdeveloper.ge