ელ.ფოსტა
info@inex.ge
დაგვირეკეთ
(+995 32) 249 26 26

ინექს გრუპი  თავის კლიენტებს სთავაზობს დააზღვიოს გამოწერილი ამანათი მის საქართველოში გამოგზავნამდე და ამით უზრუნველჰყოს ზარალის სრულად ანაზღაურება ამანათის დაკარგვის ან ტრანსპორტირებისას მისი დაზიანების შემთხვევაში.

გამოწერილი ამანათის დაზღვევა შესაძლებელია მისი მიღების შემდეგ ამანათის საქართველოში გამოგზავნამდე.

როგორ დავაზღვიო ამანათი?

იმისათვის, რათა თქვენ შეძლოთ ამანათის დაზღვევა, აუცილებელია მოახდინოთ მისი სავალდებულო დეკლარირება და უცხოეთში ჩვენს ოფისში მიტანის შემდეგ ამანათის საქართველოში გამოგზავნამდე ჩართოთ ამანათის დაზღვევა. ფუნქციის ჩართვა ხდება დაზღვევის სპეციალური უჯრის მონიშვნით, თითოეული ამანათისთვის ინდივიდუალურად.

დაზღვევის ღირებულება

დაზღვევის ღირებულება შეადგენს ამანათის ღირებულების 10% და ამ თანხის დაანგარიშება და გადახდა ხდება ტრანსპორტირების ღირებულებასთან ერთად. თუ თქვენ უკვე გადახდილი გაქვთ ტრანსპორტირების ღირებულება, ასეთ შემთხვევაში დაზღვევის ჩართვა შეუძლებელია.

პირობები

ზარალის ანაზღაურება მოხდება ამანათის დაკარგვის ან მისი შიგთავსის დაზიანების შემთხვევაში.  ინექს გრუპი  არ ანაზღაურებს ამანათის შიგთავსის დაზიანებისას გამოწვეულ ზარალს, თუ არ შეინიშნება ამანათის გარეგნული დაზიანება. ზარალის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში ჩვენს ოფისში ამანათი მიიტანეს უვნებელი, ხოლო საქართველოში გაცემის დროს დაფიქსირდება მისი დაზიანება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კლიენტის მხრიდან პრეტენზიები მიიღება მხოლოდ დაზღვეული ამანათის გატანის მომენტში. წაღებულ ამანათზე რაიმე სახის პრეტენზიები არ განიხილება!