ბონუს ქულები

ბონუსების სისტემის საშუალებით ტრანსპორტირებაში გადახდილი თანხის ნაწილი უკან ბონუს ქულებად გიბრუნდებათ. დაგროვილი ქულები შეგიძლიათ დახარჯოთ შემდეგი ტრანსპორტირების საფასურის გადახდისას.

ბონუს ქულების დაგროვება 

ბონუს ქულები ერიცხება ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელიც  ნებისმიერი საშუალებით გადაიხდის  ამანათის ტრანსპორტირების ღირებულებას. გადახდილი თანხის 5%-მდე უკან ბონუს ქულებად ბრუნდება.

ქულები ასევე პერიოდულად თამაშდება ჩვენს   Facebook    გვერდზე. 

ბონუს ქულების დახარჯვა 

ბონუს ქულებით შესაძლებელია  ნებისმიერი ამანათის ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა - 1 ბონუს ქულა უდრის 1 ლარის.

ტრანსპორტირების საფასურის გადასახდელად აუცილებელია დაგროვილი ბონუს ქულები სრულად ფარავდეს ამანათის ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხას.

როგორ გადავიხადო ბონუს ქულებით?

ბონუს ქულებით გადახდისათვის მონიშნეთ სასურველი ამანათი (ან ამანათები) და დააჭირეთ ღილაკს "მონიშნულის გადახდა".

ეკრანზე გამოსული გადახდის მეთოდებიდან აირჩიეთ "გადახდა ბონუსებით".

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, ამანათების გამოწერისას მაქსიმალურად ზუსტად მიუთითოთ ინექსის საიტზე მისამართების განყოფილებაში მოცემული ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში თუ საიტი არ გაძლევთ Address 2-ის მითითების შესაძლებლობას. თქვენი ოთახის ნომერი - IG ჩაწერეთ Address 1-ის ველში, მისამართის შემდგომ.

მაგალითად: Mango-ს ბერძნული საიტიდან გამოწერისას არ არის მოცემული Address 2-ის ველი, ამიტომ საჭიროა IG-ს მითითება Address 1-ის ველში.  სხვა შემთხვევაში რთულდება მომხმარებლის იდენტიფიკაცია და ამანათების ასახვა სისტემაში. 

გთხოვთ, მსგავსი პრინციპით მიუთითოთ მისამართი ყველა სხვა საიტზეც, სადაც არ არის Address 2-ის მითითების საშუალება.

ასევე, რეკომენდირებულია ამანათების წინასწარ დეკლარირება.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?