საკურიერო მომსახურება

საკურიერო მომსახურება - ამანათის მისამართზე მიტანა, მოქმედებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. სერვისი ვრცელდება როგორც ონლაინ გამოწერილ ამანათებზე, ისე პერსონალურ გზავნილებზე.

როგორ მოვითხოვოთ საკურიერო მომსახურება? 

ონლაინ ამანათის შემთხვევაში: იმისთვის, რომ კურიერმა მოგიტანოთ ამანათი, კონკრეტულ ამანათზე უნდა დააფიქსიროთ საკურიერო მომსახურების მოთხოვნა. 

საკურიერო მომსახურების მონიშვნა ხდება, როგორც ამანათის დეკლარირებისას, ისე დეკლარირების შემდეგ ამანათის თრექინგის გასწვრივ არსებული "საკურიერო მომსახურების" ღილაკით. 

პერსონალური ამანათის შემთხვევაში: იმისთვის, რომ კურიერმა მოგიტანოთ ამანათი, მოთხოვნა უნდა დააფიქსიროთ ქოლ-ცენტრის მეშვეობით და საკურიერო სერვისის ღირებულება გადაუხადოთ კურიერს ხელზე.

* დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში საკურიერო მომსახურების მოთხოვნა ხდება ბრიტანეთში, ამანათის ჩაბარებისას, ან ქოლ-ცენტრის მეშვეობით.

დაზიანებული შეფუთვა:

მომხმარებელმა კურიერის თანდასწრებით უნდა შეამოწმოს ამანათის შეფუთვა. რაიმე სახის გარეგანი დაზიანების შემთხვევაში კი მასთან დააფიქსიროს პრეტენზია.

სერვისის დეტალები: 

საკურიერო მომსახურება მოიცავს ამანათის ჩაბარების 2 მცდელობას. ჩაბარებამდე კურიერი უკავშირდება ამანათის მიმღებს. იმ შემთხვევაში თუ მცდელობის მიუხედავად ამანათი ვერ ჩაბარდა ადრესატს, კურიერი ამანათს აბრუნებს ფილიალში. საკურიერო მომსახურების თანხა კი უკან აღარ ბრუნდება

საკურიერო მომსახურების გაუქმების წესი: 

თუ საკურიერო მომსახურებით სარგებლობა აღარ გსურთ, აუცილებელია სერვისი გააუქმოთ ჩაბარების მცდელობამდე. ასეთ შემთხვევაში საკურიერო მომსახურების ღირებულება დაგიბრუნდებათ.

  • ონლაინ ამანათები
  • პერსონალური ამანათები

ფასი: 8 ლარი*

რამდენიმე ამანათი 1 პიროვნებაზე: 

იმ შემთხვევაში, თუ ერთი პიროვნების სახელზე ერთ ჩამოსვლაზე ჩამოვა 2 ან მეტი ამანათი და გინდათ, რომ ყველა ამანათი მოგიტანოთ კურიერმა გადაიხდით მხოლოდ 1 ამანათის საკურიერო მომსახურების თანხას , დანარჩენ ამანათებს კურიერი მოგიტანთ უფასოდ. თუმცა, სავალდებულოა, ყველა ამანათზე მონიშნოთ საკურიერო მომსახურება.

ამისათვის საჭიროა თქვენს ოთახში წამოსული ამანათების სიაში ან ჩამოსული ამანათების სიაში ყველა სასურველ ამანათზე მონიშნოთ საკურიერო მომსახურება.

* ოქროყანა, ლილო, წინუბანი, წყნეთი, წავკისი, ფონიჭალა,ზემო ფონიჭალა სტანდარტულ ღირებულებას ემატება 5 ლარი.

დამატებითი ინფორმაცია: 

ჩამოსული ამანათების მიტანა მოხდება საკურიერო სერვისის არჩევიდან და გადახდიდან მომდევნო ორი სამუშაო დღის განმავლობაში.

* საკურიერო მომსახურებით სარგებლობისას კურიერს ამანათი მიაქვს შენობასთან. მის ვალდებულებაში არ შედის ამანათის სართულზე ატანა.

გაბარიტული ან 30 კგ წონაზე მეტი ამანათების შემთხევაში, საკურიერო მომსახურების ტარიფის განხილვა ხდება ინდივიდუალურად. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 49 26 26 (3).

ფასები  თბილისში:

  • ამანათის მიტანის საფასური (გარდა ისრაელისა): 1 ამანათი - 10 ლარი, ყოველი მომდევნო ამანათი - დამატებით 5 ლარი
  • ისრაელიდან გამოგზავნილი ამანათი: 1 ამანათი - 10 ლარი

ფასები  ქუთაისში:

  • ამანათის მიტანის საფასური (გარდა ისრაელისა): 1 ამანათი - 7 ლარი, ყოველი მომდევნო ამანათი - დამატებით 3 ლარი
  • ისრაელიდან გამოგზავნილი ამანათი: 1 ამანათი - 10 ლარი

ფასები  ბათუმი:

  • ამანათის მიტანის საფასური (გარდა ისრაელისა): 1 ამანათი - 7 ლარი, ყოველი მომდევნო ამანათი - დამატებით 3 ლარი
  • ისრაელიდან გამოგზავნილი ამანათი: 1 ამანათი - 10 ლარი, ყოველი მომდევნო ამანათი - დამატებით 10 ლარი

 

ფასები რუსთავში:

  • ამანათის მიტანის საფასური (გარდა ისრაელისა): 1 ამანათი - 7 ლარი, ყოველი მომდევნო ამანათი - დამატებით 3 ლარი
  • ისრაელიდან გამოგზავნილი ამანათი: 1 ამანათი - 10 ლარი

დამატებითი ინფორმაცია:

ჩამოსული ამანათების მიტანა მოხდება საკურიერო სერვისის არჩევიდან მომდევნო ორი სამუშაო დღის განმავლობაში.

* საკურიერო მომსახურებით სარგებლობისას კურიერს ამანათი მიაქვს შენობასთან. მის ვალდებულებაში არ შედის ამანათის სართულზე ატანა.

გაბარიტული ან 30 კგ წონაზე მეტი ამანათების შემთხევაში, საკურიერო მომსახურების ტარიფის განხილვა ხდება ინდივიდუალურად. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 49 26 26 (3).

 

news
საახალწლო რეისების განრიგი და სამუშაო საათები

საქართველოში ფილიალები იმუშავებს შემდეგი განრიგით:

31 დეკემბერი - 09:00 - 20:00

1 და 2 იანვარი  - დასვენების დღეები

აშშ - ბოლო რეისი შესრულდება 30 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 5 იანვარს.

დიდი ბრიტანეთი - ბოლო რეისი გამოიგზავნება 31 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 5 იანვარს. 

ჩინეთი 

საჰაერო გადაზიდვა: ბოლო რეისი გამოიგზავნება 31 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 6 იანვარს. 

სახმელეთო გადაზიდვა: ბოლო რეისი გამოიგზავნება 29 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 9 იანვარს. 

Taobao-სა და Pinduoduo-ს ამანათები საჰაერო გადაზიდვა: ბოლო რეისი გამოიგზავნება 31 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 5 იანვარს. სახმელეთო ამანათები გამოიგზავნება ჩვეული განრიგით.

გერმანია - ბოლო რეისი გამოიგზავნება 24 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 6 იანვარს. 

ესპანეთი - ბოლო რეისი გამოიგზავნება 23 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 6 იანვარს. 

იტალია -  ბოლო რეისი გამოიგზავნება 25 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 8 იანვარს. 

საბერძნეთი - ბოლო რეისი გამოიგზავნება 29 დეკემბერს. პირველი რეისი შესრულდება 2 იანვარს.

თურქეთი - რეისი გამოიგზავნება 30 დეკემბერს, მომდევნო რეისი გამოიგზავნება 4 იანვარს.

კვიპროსი - რეისი გამოიგზავნება 29 დეკემბერს. პირველი რეისი გამოიგზავნება 5 იანვარს.

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?