როგორ გამოვიწერო ამანათი?

▶ დარეგისტრირდით საიტზე, საიდანაც იწერთ პროდუქციას;

▶ დარეგისტრდით ჩვენს საიტზე www.inex.ge

▶  www.inex.ge - ზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ სექციაში ჩვენი მისამართები გამოჩნდება თქვენთვის მინიჭებული 8 ქვეყნის მისამართი, რომლიდანაც სასურველი უნდა "დააკოპიროთ" ონლაინ მაღაზიის საიტზე შესაბამის ველებში (ფოტოზე ნაჩვენებია ამერიკის მაგალითი, ანალოგიურად შეგიძლიათ იმოქმედოთ სხვა ქვეყნის მისამართის გამოყენების შემთხვევაშიც);

▶ მისამართის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომელი ქვეყნის საიტიდან გინდათ გამოწერა. 

▶ გამოწერიდან რამდენიმე დღეში კურიერი მაღაზიიდან წამოიღებს თქვენს ამანათს ჩვენს ოფისში (ამ შემთხვევაში ამერიკის საწყობში).

▶ თქვენ კი ელ-ფოსტაზე მიიღებთ ამ ამანათის "თრექინგ ნომერს", რის შემდეგაც უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ჩვენს საიტზე და სექციაში "ჩემი ოთახი" თქვენ უნდა გაუკეთოთ დეკლარირება ამ ამანათს.

▶ დეკლარირება საკმაოდ მარტივი პროცედურაა, საჭიროა მხოლოდ რამოდენიმე ველის შევსება:

თრექინგი - მეილზე მოსული კოდი

ღირებულება - ნივთში გადახდილი თანხა 

ონლაინ მაღაზია - ნივთის ლინკი

ნივთის აღწერა - რა შეიძინეთ

▶ დეკლარირების შემდეგ უბრალოდ დაელოდეთ თქვენს ამანათს.

ვიდეო ინსტრუქცია

გამოწერაში დახმარება გჭირდება? გაეცანი ვიდეო ინსტრუქციას.
news
ჩინეთიდან გამომწერების საყურადღებოდ!

ჩინეთში ადგილობრივი დღესასწაულის  გამო, ჩვენი ჩინეთის საწყობი და ადგილობრივი საფოსტო სერვისები არ იმუშავებენ 04 აპრილიდან 06 აპრილის ჩათვლით.

ბოლო ავია გადაზიდვის რეისი გამოიგზავნება 03 აპრილს, ხოლო მომდევნო რეისი გამოიგზავნება 09 აპრილს.

ბოლო სახმელეთო გადაზიდვის რეისი გამოიგზავნება 03 აპრილს, მომდევნო რეისი — 10 აპრილს.

მადლობა, რომ სარგებლობთ ინექსის მომსახურებით

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?