სწრაფი და თანამედროვე გზა ამანათის მისაღებად - უკონტაქტო გატანა ბოქსიდან

29.05.2025

ინექს გრუპი გთავაზობთ ახალ, ინოვაციურ საშუალებას — გაიტანოთ ამანათი სწრაფად, მარტივად და უკონტაქტოდ — ოპერატორის, რიგებისა და დამატებითი დოკუმენტების წარდგენის გარეშე.

რომელ ფილიალებშია ბოქსები ხელმისაწვდომი?

თბილისი:
▪️ ისანი
▪️ ვარკეთილი
▪️ საბურთალო
▪️ გლდანი
▪️ დიდი დიღომი

რუსთავი:
▪️ მეგობრობის ქ. №1

როგორ უნდა გაიტანოთ ამანათი?

გატანისთვის საჭიროა ტრანსპორტირების ღირებულების წინასწარ გადახდა და შტრიხკოდის მიღება ერთ-ერთი მარტივი მეთოდით:

მეთოდი I — პირადი პროფილიდან

გაიარეთ ავტორიზაცია და შედით თქვენს ოთახში

მენიუდან აირჩიეთ "ბოქსიდან გატანა“

შექმენით გასატანი მანათების ჯგუფი და დააგენერირეთ შტრიხკოდი

მეთოდი II — SMS შეტყობინებიდან

გახსენით შეტყობინება ამანათის ჩამოსვლის შესახებ

გადადით ბმულზე

ჩამოსქროლეთ და იხილეთ შტრიხკოდი

 

ჩვენს ოფისში მოსვლისას, უბრალოდ წააკითხეთ შტრიხკოდი ბოქსზე არსებულ წამკითხველს და აიღეთ თქვენი ამანათი — სულ ეს არის!

ინექს გრუპი ზრუნავს თქვენს კომფორტზე — ნაკლები დრო, მეტი სიმარტივე.

news
სიახლე! ინექსმა Trendyol-თან თანამშრომლობა დაიწყო

Trendyol-ის და ინექსის ახალი თანამშრომლობა

დღეიდან უკვე შესაძლებელია იშოპინგო Trendyol-ის საიტსა და აპლიკაციაში და მიიღო ნივთები პირდაპირ საქართველოში, ნებისმიერ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, ინექსის საშუალებით

⚫ თუ პირველად იწერ Trendyol-იდან ისარგებლე 40%-იანი ფასდაკლებით პრომო კოდით: HELLO40

⚫ Trendyol-ის საიტიდან გამოწერისას აღარ დაგჭირდება ინექსის საიტიდან მისამართების გადაკოპირება, პირდაპირ გადამზიდავად მიუთითებ ინექს გრუპს, სახელს გვარს და ოთახის ნომერს. 

⚫ ამანათების გატანის შეძლებ ინექსის შენს ოთახში მითითებული ფილიალიდან ან მიიღებ შენს მისამართზე საკურიერო სერვისის საშუალებით. 

 

☑ გამოიწერე ნივთები პირდაპირ ვებგვერდიდან: www.trendyol.com ან

 გადმოწერე Trendyol-ის აპლიკაცია:

IOS         

Android  

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?