ვაკანსია - საწყობის თანამშრომლი

30.09.2022

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

სამუშაო აღწერილობა:

** სრული კონტროლი კომპანიის საწყობში განთავსებულ ამანათებსა და მასში მიმდინარე პროცესებზე:
** ამანათების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება;
** შემოსული და გასული ამანათების კონტროლი, შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
** ამანათების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება, შესაბამისი პერსონალის კონტროლი;
** `საწყობის პერიოდული აღწერა, ნაშთების კონტროლი და რეპორტების წარმოება შესაბამის დეპარტამენტთან.

მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** შესაბამისი ფიზიკური მონაცემები.

დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 8 ოქტომბრამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "საწყობის თანამშრომელი".
 

news
ჩინეთიდან გამომწერების საყურადღებოდ!

ჩინეთში ადგილობრივი დღესასწაულის  გამო, ჩვენი ჩინეთის საწყობი და ადგილობრივი საფოსტო სერვისები არ იმუშავებენ 04 აპრილიდან 06 აპრილის ჩათვლით.

ბოლო ავია გადაზიდვის რეისი გამოიგზავნება 03 აპრილს, ხოლო მომდევნო რეისი გამოიგზავნება 09 აპრილს.

ბოლო სახმელეთო გადაზიდვის რეისი გამოიგზავნება 03 აპრილს, მომდევნო რეისი — 10 აპრილს.

მადლობა, რომ სარგებლობთ ინექსის მომსახურებით

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?