აშშ-დან გამომწერების საყურადღებოდ!

25.10.2022

ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო ფოსტის USPS-ის შესახებ.  

თუ თქვენი ამანათი ჩვენს აშშ-ს ოფისამდე USPS-ს მიაქვს მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ფოსტა ამანათებს მიტანილის (Delivered) სტატუსს ანიჭებს მის რეალურ მიტანამდე არაერთი დღით ადრე. 

მაგალითად: ამანათის თრექინგ ინფორმაციის გადამოწმებისას ხშირად შეგხვდებათ სტატუსი Delivered to Agent for Final Delivery - აღნიშნული სტატუსი ნიშნავს, რომ ამანათი გადაეცა ფოსტის აგენტს, რომ მოხდეს მისი მოტანა ჩვენს საწყობამდე. აღნიშნული სტატუსის მინიჭების შემდეგ ფოსტა ამანათის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას აღარ ანახლებს და ავტომატურად მიტანილად თვლის. რეალურად კი ამანათები ინექსის საწყობში რამდენიმე დღის დაგვიანებით მოდის, რაც იწვევს გაურკვევლობას. ასევე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, არაერთხელ იყო შემთხვევა, როცა ამანათებს მიენიჭა Final Delivery-ს სტატუსი მის რეალურად მოტანამდე.

პრობლემა განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო პერიოდში. გაიზარდა და არაპროგნოზირებადი გახდა USPS-ის მიერ ამანათების მოტანის დრო.

აღნიშნული პრობლების მოგვარების მიზნით უკვე მივმართეთ  აშშ-ს სახელმწიფო ფოსტას USPS-ს ოფიციალური წერილით. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მცდელობა შედეგს გამოიღებს და ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაიჭრება.

news
სიახლე! ინექსმა Trendyol-თან თანამშრომლობა დაიწყო

Trendyol-ის და ინექსის ახალი თანამშრომლობა

დღეიდან უკვე შესაძლებელია იშოპინგო Trendyol-ის საიტსა და აპლიკაციაში და მიიღო ნივთები პირდაპირ საქართველოში, ნებისმიერ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, ინექსის საშუალებით

⚫ თუ პირველად იწერ Trendyol-იდან ისარგებლე 40%-იანი ფასდაკლებით პრომო კოდით: HELLO40

⚫ Trendyol-ის საიტიდან გამოწერისას აღარ დაგჭირდება ინექსის საიტიდან მისამართების გადაკოპირება, პირდაპირ გადამზიდავად მიუთითებ ინექს გრუპს, სახელს გვარს და ოთახის ნომერს. 

⚫ ამანათების გატანის შეძლებ ინექსის შენს ოთახში მითითებული ფილიალიდან ან მიიღებ შენს მისამართზე საკურიერო სერვისის საშუალებით. 

 

☑ გამოიწერე ნივთები პირდაპირ ვებგვერდიდან: www.trendyol.com ან

 გადმოწერე Trendyol-ის აპლიკაცია:

IOS         

Android  

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?