ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აშშ-დან გამომწერების საყურადღებოდ!

28.10.2022

 ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო ფოსტის USPS-ის შესახებ.  

თუ თქვენი ამანათი ჩვენს აშშ-ს ოფისამდე USPS-ს მოაქვს მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ბოლო 2 კვირაა აღნიშნულ ფოსტას ინექს გრუპის საწყობში ამანათები არ მოუტანია. მიზეზად ასახელებენ მძღოლების ნაკლებობას.

სწორედ ამიტომ უკვე ორჯერ მოგვიწია ტრანსპორტის ქირაობა და ამანათების ჩვენი ძალებით წამოღება აღნიშნული ფოსტის საწყობიდან. USPS კი ამანათების უმრავლესობას მიტანილის (Delivered) სტატუსს ანიჭებდა მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენამდე არ მოუტანიათ!

პირველად USPS-ის საწყობიდან ათასობით დაგროვილი ამანათი წამოვიღეთ შაბათს, 22 ოქტომბერს. ამანათები გატარდა შაბათ-კვირას, ორშაბათს კი გამოიგზავნა სპეციალური რეისით. 25 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ წამოვიღეთ დარჩენილი ამანათები. ისინი გატარდება და გამოიგზავნება მეორე დღესვე, 26 ოქტომბერს, სპეციალური რეისით.

აქტიურად ვმუშაობთ USPS-ის მენეჯმენტთან, საკითხის მოსაგვარებლად.

შექმნილი სიტუაციის გამო არანორმირებული გრაფიკით, დასვენების დღეების გარეშე, მუშაობს საწყობი, რათა ამანათები დროულად აისახოს და გამოიგზავნოს. 

დამატებით ინფორმაციას USPS-ის სტატუსების შესახებ გაეცანით ლინკზე https://bit.ly/3fmyPA5 

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?