აშშ-დან გამომწერების საყურადღებოდ!
28.06.2023
ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო ფოსტის USPS-ის შესახებ.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ USPS-ი ამანათებს მიტანილის (Delivered) სტატუსს ანიჭებს მის რეალურ მიტანამდე.
უფრო კონკრეტულად, ფოსტა ამანათების სტატუსად უთითებს Delivered to Agent for Final Delivery, რეალურად კი ამანათებს ტოვებს საკუთარ ადგილობრივ ფოსტაში.
რამოდენიმე თვეა, რაც USPS უარს აცხადებს ამანათების საბოლოო დანიშნულების წერტილამდე მიტანაზე, რასაც ხსნის კადრებისა და ავტოტრანსპორტის სიმცირით. გამომდინარე აქედან, იმისათვის, რათა არ დაუგვიანდეს ჩვენს მომხმარებელს ამანათები, ინექსი საკუთარი ძალებით უზრუნველყოფს USPS ოფისიდან ამანათების საკუთარ საწყობში მოტანას. მათ ოფისში მისულ ჩვენს თანამშრომლებს USPS ახვედრებს უკვე გამზადებულ, სტატუს შეცვლილ (Delivered სტატუსის მქონე) და დახარისხებულ ამანათებს, რომლებიც მოთავსებულია სპეციალურ კონტეინერებში. ამანათების წამოღებისას USPS არ ახდენს მათ აღწერას, თუ რა ამანათებია მოთავსებული კონტეინერში. არის შემთხვები, როდესაც USPS არასწორად ახარისხებს აღნიშნულ ამანათებს და ინექსის საწყობში ხვდება სხვა გადამზიდის ამანათები, ან პირიქით, ინექსის ამანათების ნაწილს გზავნიან არასწორ მისამართებზე. აღნიშნული ზრდის ამანათების დაკარვის ან/და დაზიანების საფრთხეს. მიტანის სერვისის მსგავსი მოდელის გამო ასევე იზრდება შანსი, რომ სხვადასხვა დროს გამოწერილი ამანათები მოხვდეს ერთ რეისზე და დაექვემდებაროს განბაჟებას.
სწორედ ამიტომ, გთხოვთ, თუ საიტი ან გამყიდველი გაძლევთ შესაძლებლობას, აირჩიოთ შიდა გადამზიდი ფოსტა. ნუ აირჩევთ USPS-ს. თუ საიტი გაძლევთ საშუალებას (Ebay, Amazon ან სხვა ნებისმიერი), დაეკონტაქტეთ გამყიდველს და სთხოვეთ ამანათი გამოგზავნოს ნებისმიერი სხვა ფოსტით, გარდა USPS-სა.

Trendyol-ის და ინექსის ახალი თანამშრომლობა
დღეიდან უკვე შესაძლებელია იშოპინგო Trendyol-ის საიტსა და აპლიკაციაში და მიიღო ნივთები პირდაპირ საქართველოში, ნებისმიერ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, ინექსის საშუალებით
⚫ თუ პირველად იწერ Trendyol-იდან ისარგებლე 40%-იანი ფასდაკლებით პრომო კოდით: HELLO40
⚫ Trendyol-ის საიტიდან გამოწერისას აღარ დაგჭირდება ინექსის საიტიდან მისამართების გადაკოპირება, პირდაპირ გადამზიდავად მიუთითებ ინექს გრუპს, სახელს გვარს და ოთახის ნომერს.
⚫ ამანათების გატანის შეძლებ ინექსის შენს ოთახში მითითებული ფილიალიდან ან მიიღებ შენს მისამართზე საკურიერო სერვისის საშუალებით.
გამოიწერე ნივთები პირდაპირ ვებგვერდიდან: www.trendyol.com ან
გადმოწერე Trendyol-ის აპლიკაცია: