მიიღე ამანათები Wolt-ის, Bolt Food-ის ან Glovo-ს საშუალებით სასურველ მისამართზე!

22.08.2023

ინექს გრუპის ამანათების მიღება როგორც Wolt-ის და Bolt Food-ის ისე Glovo-ს საკურიერო სერვისის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. 

  დააფიქსირე შეკვეთა Wolt-ის, Bolt Food-ის ან Glovo-ს აპლიკაციაში;

  ჩაწერე შენი ოთახის ნომერი (IG) და ამანათების თრექინგ კოდები კომენტარის ველში. მიიღე ერთი ამანათის ტრანსპორტირების ფასად რამდენიმე!

Wolt-ის აპლიკაციით ამანათები შეგიძლია გამოიძახო თბილისში, თელავში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და რუსთავში.

Bolt Food-ის აპლიკაციით ამანათები შეგიძლიათ გამოიძახოთ თბილისში.  Bolt Food-ს მიტანის ფართო რადიუსი, 11 კმ, აქვს. ამიტომ ამანათის გამოძახებას თბილისის მისამართებზე, ინექსის თითქმის ყველა ფილიალიდან შეძლებთ.

Glovo-ს აპლიკაციით კი ამანათები შეგიძლია მიიღო თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

 

აღნიშნული სერვისით სარგებლობისთვის წინასწარ გადაიხადე ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება. 

გაითვალისწინე, საკურიერო მომსახურებით ვერ ისარგებლებ განსაბაჟებელი და მსხვრევადი ნივთის შემცველი ამანათების შემთხვევაში. 

 

news
Trendyol-ზე 50%-იანი ფასდაკლება ინექსის ყველა მომხმარებელს!

ინექსის ყველა მომხმარებელს! 

 

ექსკლუზიური, 50%-იანი ფასდაკლება Trendyol-იდან გამოწერისას!
ინექს გრუპის და ყველაზე ცნობილი თურქული საიტის Trendyol-ის პირდაპირი თანამშრომლობის შედეგად ინექს გრუპის მომხმარებლები ახალი ბენეფიტით ისარგებლებენ!
17 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით იშოპინგე საიტზე ან აპლიკაციაში და გამოიყენე პრომო კოდი INEX50. ისარგებლე 50%-იანი ფასდაკლებით მაქსიმუმ 300 ლირამდე*

აქციით სარგებლობას შეძლებს როგორც მომხმარებელი, რომელსაც Trendyol-იდან აქამდეც გამოუწერია (პირველი 500 ადამიანი), ისე მომხმარებელი რომელიც  პირველად იწერს Trendyol-იდან (რაოდენობა შეზღუდულია არაა)

 

⚫ Trendyol-ის საიტიდან გამოწერისას აღარ დაგჭირდება ინექსის საიტიდან მისამართების გადაკოპირება, პირდაპირ გადამზიდავად მიუთითებ ინექს გრუპს, სახელს გვარს და ოთახის ნომერს. 

⚫ ამანათების გატანის შეძლებ ინექსის შენს ოთახში მითითებული ფილიალიდან ან მიიღებ შენს მისამართზე საკურიერო სერვისის საშუალებით. 

 

☑ გამოიწერე ნივთები პირდაპირ ვებგვერდიდან: www.trendyol.com ან

 გადმოწერე Trendyol-ის აპლიკაცია:

IOS         

Android  

* გაითვალისწინე აქცია არ ვრცელდება თურქული ბარათით გადახდისას

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?