ვაკანსია - ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში
12.06.2024
ინექს გრუპი აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში.
ვაკანსიაზე განიხილებიან სტუდენტებიც
გრაფიკი: 09:00-15:45, 15:45-22:30 სთ
ანაზღაურება: დღიური
საქმიანობის აღწერა:
➤ კლიენტ სერვისი - კლიენტთან აქტიური კომუნიკაცია, გზავნილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფორმაციით;
➤ ამანათების გაცემა-გაგზავნა;ქოლ ცენტრის განყოფილებებთან აქტიური თანამშრომლობა;
➤ კლიენტის მიმართ კეთილგანწყობილი საქმიანი ურთიერთობა, პრობლემების მოგვარების გზების ორგანიზება და განვითარება.
დაინტერესების შემთხვევაში გაეცანით ვაკანსიის დეტალებს ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=555217
შეგახსენებთ, რომ სითხის შემცველი, ფეთქებადსაშიში და აალებადი პროდუქციის (მათ შორის სუნამოების) ტრანსპორტირება აკრძალულია ყველა იმ მიმართულებიდან საიდანაც ტრანსპორტირება ხდება საჰაერო გზით.
სუნამოების ჩამოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "shipping address"–ში მიუთითებთ ჩვენს გერმანიის, ესპანეთის, საბერძნეთის, იტალიისა და თურქეთის მისამართებიდან რომელიმეს, რადგან ამ ქვეყნებიდან ამანათები მოდის სახმელეთო გზით.
გთხოვთ, ამანათების ონლაინ შესყიდვამდე კიდევ ერთხელ გაეცნოთ აკრძალული ნივთების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. იხილეთ ბმული.
მადლობა, რომ ირჩევთ ინექს გრუპს!