მომსახურების ძირითადი პირობები

 

შემსრულებელი: შპს „ინექს გრუპი„
ვებ-გვერდი: www.inex.ge
მისამართი: ქ. თბილისი, აწყურის ქ. N 45
ტელეფონი: (032) 2 49 26 26
მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელიც სარგებლობს შპს ”ინექს გრუპი”-ს სერვისით.


1. რეგისტრაცია
1.1. www.inex.ge -ზე რეგისტრაციის გავლისას მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს და დაეთანხმოს კომპანიის წესებს და პირობებს. ღილაკზე „გავეცანი და ვეთანხმები“ ფანჯრის მონიშვნით მომხმარებელი ადასტურებს როგორც წესებისა და პირობების, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკის სრულად გაცნობას. შპს „ინექს გრუპის“ ვებგვერდზე (www.inex.ge) გამოქვეყნებული მომსახურების წესები და პირობები და კონფიდეციალურობის პოლიტიკა საჯაროა.
1.2. „ინექს გრუპის“ ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელს ენიჭება ინდივიდუალური კოდი, „ოთახის ნომერი“.
1.3. მომხმარებელი ვალდებულია „ინექს გრუპის“ გვერდზე რეგისტრაციისას მიუთითოს სწორი მონაცემები. არასწორი ან სხვა პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მითითება შესაძლებელია გახდეს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
1.4. მომხმარებლის სახელისა და გვარის შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ შეუძლებელია. აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს კომპანიას.
1.5. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მოწოდებული ინფორმაცია კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მოითხოვს ასეთი ინფორმაციის გასაჯაროებას ან მისი სხვა ფორმით გადაცემას.
1.6. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების კონფიდენციალურობა, არ გაამჟღავნოს, არ გადასცეს მესამე პირებს და თავად აკონტროლოს მისი მონაცემების გამოყენების შესაძლებლობა.
1.7. წინამდებარე მომსახურების პირობები მოქმედებს საქართველოში ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ამანათის ან საქართველოდან გასაგზავნი ამანათის შპს „ინექს გრუპისათვის“ მიწოდებიდან და წყვეტს მოქმედებას ნივთის ადრესატისთვის მიწოდებისთანავე.
შემსრულებელი უზრუნველყოფს მომხმარებლის ტვირთის ტრანსპორტირების ორგანიზებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ან ქვეყნებში. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის მისამართები/ლოკაციები მითითებულია შპს „ინექს გრუპის“ ვებ-გვერდზე.

2. ხელშეკრულების საგანი
2.1. შპს „ინექს გრუპი“ თავისი სახელით და მომხმარებლის ხარჯზე ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მოქმედებებს, აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, მომხმარებელი, ამანათის მიღებამდე, ვალდებულია გადაიხადოს ტრანსპორტირების შესაბამისი ფასი. მომსახურება გულისხმობს შპს „ინექს გრუპის“ ვებ-გვერდზე განთავსებულ რომელიმე ქვეყნის მისამართზე მიტანილი მომხმარებლის კუთვნილი ნივთის ან საქართველოდან რომელიმე ქვეყნის მისამართზე გაგზავნილი ნივთის ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე (მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართამდე.) და მიწოდებას ადრესატისთვის. (მისამართები და ტრანსპორტირების ღირებულება ქვეყნების მიხედვით იხ. ვებ-გვერდზე: www.inex.ge )


3. შპს "ინექს გრუპის“ პირობები ნივთის ტრანსპორტირებისას.
3.1. შპს "ინექს გრუპის“ ვებ-გვერდზე განთავსებულ რომელიმე ქვეყნის მისამართზე მისული ამანათი, რომელზეც დატანილია მომხმარებლის სახელი, გვარი და ოთახის ნომერი მიიჩნევა ამ პირის საკუთრებად და იგზავნება საქართველოში.
3.2. მომხმარებლის მითითების საფუძველზე არ ხდება ამანათების შეყოვნება ან დატოვება რომელიმე ქვეყნის საწყობში.
3.3. კომპანია არ ამოწმებს საწყობში მიტანილი ტვირთის შიგთავსის მდგომარეობას.
3.4. ამანათის დეკლარირება სავალდებულოა. დეკლარირება გულისხმობს მომხმარებლის პირად ანგარიშზე - „ოთახზე“ ამანათის ასახვისას ან წინასწარი დეკლარირებისას მომხმარებლის ვალდებულებას, მიუთითოს პროდუქციის გამომგზავნის დასახელება, ამანათის აღწერა და ფასი. ასევე, საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინოს ნივთის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი - ინვოისი.
3.5. მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება, მიუხედავად იმისა, გზავნილი წარმოადგენს თუ არა გამყიდველის/გამომგზავნის შეცდომას, თუ მიმღებს აღარ სურს ნივთის მიღება.
3.5.1. მომხმარებლის კომპანიის მიმართ სატრანსპორტო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ გასცეს სხვა ჩამოსული ამანათები ძველი დავალიანების დაფარვამდე.
3.6. ვებ-გვერდზე მომხმარებელი უთითებს სასურველი ფილიალის მისამართს. აღნიშნულის შეცვლა მას შეუძლია ნივთის გამოგზავნამდე. შეზღუდულია მისამართის შეცვლა და გადამისამართება ოფისში სატელეფონო ზარით ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.
3.7. შპს „ინექს გრუპი“ მომხმარებელს სთავაზობს საკურიერო სერვისს. აღნიშნულის მოთხოვნა მომხმარებელს შეუძლია პირადი ანგარიშიდან (ონლაინ ამანათებზე), ქოლცენტრის მეშვეობით ან გამომგზავნის მითითებით (პერსონალურ ამანათებზე).
3.8. თუ ტრანსპორტირებისას ტვირთს სჭირდება სპეციალური პირობები ან მაღალია ტრანსპორტირებისას ნივთის დაზიანების რისკი, ან შეიცავს სახიფათო ტვირთს, მომხმარებელი ვალდებულია შეათანხმოს პირობები გადამზიდავთან.
3.9. დაუშვებელია ისეთი ნივთების ტრანსპორტირება, რომელთა გადაზიდვა აკრძალულია ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის მიერ. შპს ინექს გრუპი იხსნის პასუხისმგებლობას ასეთი პროდუქციის ტრანსპორტირებით დამდგარ შედეგებზე. (აკრძალული ნივთების სია იხ. : https://inex.ge/prohibited-items )
3.10. კომპანიის უცხოური მისამართებიდან ამანათები იგზავნება ვებ-გვერდზე მითითებული განრიგის შესაბამისად. განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდება ვებგვერდის საშუალებით.
3.11. ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ამანათი უნდა იყოს სათანადოდ შეფუთული (ამანათის შეფუთვისას გათვალისწინებული უნდა იყოს შესაძლო გარეგანი ზემოქმედების ფაქტორები - წონა, ტენიანობა და ა.შ., ასევე, ნივთი საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი დამატებითი შეფუთვით, ყუთი უნდა იყოს დალუქული წებოვანი ლენტით ან თოკით და ა.შ).
3.12. ამანათის ფილიალში ან საკურიერო სერვისით მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია შეამოწმოს გზავნილი კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით. ფილიალიდან უკვე გატანილ ან საკურიერო სერვისით მიღებულ ამანათზე, რომლის გახსნასაც არ ესწრებოდა კომპანიის თანამშრომელი, პრეტენზია აღარ მიიღება.


4. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1. "ინექს გრუპის“ პასუხისმგებლობის ფარგლები:
4.1.1. კომპანია პასუხს არ აგებს არასათანადო შეფუთვის გამო ნივთის დაზიანებისთვის. შიგთავსის მთლიანობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს კომპანია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გადაფუთვა ხდება შემსრულებლის მიერ. კომპანიის მიერ გადაფუთული ამანათის
დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების საკითხი განიხილება ინდივიდუალურად.
4.1.2. ინექს გრუპი პასუხს არ აგებს დაზიანებული ნივთის გამო, თუ პროდუქცია შეძენილია კერძო პირისგან, ebay ან სხვა ტიპის აუქციონზე, ასევე ჩამოწერილ, შეკეთებულ ან მეორადი მოხმარების ნივთებზე.
4.1.3. ნივთის ტრანსპორტირების შესაძლებლობა, რომელიც საჭიროებს ტრანსპორტირებისთვის შესაბამის სპეციალურ პირობებს, უნდა შეთანხმდეს შემსრულებელთან. შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ნივთის შენახვის/ტრანსპორტირების პირობების დარღვევით წარმოშობილი ზიანის გამო კომპანია პასუხს არ აგებს.
4.1.4. "ინექს გრუპი“ პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანისთვის (შესაბამისი მტკიცებულებების არსებობისას), რომელიც გამოწვეულია ნივთის დაკარგვის, მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანებით. ანაზღაურება არ მოხდება თუ ტვირთი დაზიანებული მივიდა საწყობში, მომხმარებელმა ზიანის არსებობის შესახებ განაცხადა მას მერე, რაც დატოვა კომპანიის ფილიალი/არ გადაამოწმა კურიერის თანდასწრებით, ან თუ ვიზუალურად ამანათის შეფუთვას არ აღენიშნება გარეგნული დაზიანება. განხილვის შემდეგ კომპანია იღებს გადაწყვეტილებას ზიანის ანაზღაურების ან ანაზღაურებაზე უარის შესახებ და გადაწყვეტილებას აცნობებს მიმღებს. თანხის ანაზღაურება ხდება ტვირთის ჩამოსვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
4.1.5. პერსონალურ ამანათებთან დაკავშირებით შპს "ინექს გრუპის“ პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით არ ხდება გამოგზავნისას ამანათის შიგთავსის აღწერა.
4.1.6. შპს "ინექს გრუპის“ ბრალის დადგენის შემთხვევაში, ტვირთის დაკარგვის ან/და დაზიანებისას შემსრულებელი აუნაზღაურებს მომხმარებელს დამდგარ ზიანს. ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია მითითებული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას, ხოლო შემსრულებლის ბრალის გამორიცხვის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება.
4.1.7. ნივთები, რომელთა გადაზიდვა აკრძალულია ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის მიერ ან საფრთხისშემცველია და ამის შესახებ არ იცის "ინექს გრუპმა“, შეიძლება გადმოიტვირთოს ან/და განადგურდეს კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად, ხოლო ასეთი ნივთის ტრანსპორტირებისას გამოწვეული ზიანისთვის პასუხისმგებელია შემკვეთი.
4.1.8. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი გაგზავნის ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის მიერ აკრძალულ პროდუქციას, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას
ტვირთის გამომგზავნ-მაღაზიასთან ან კერძო პირთან ტვირთის დაბრუნებაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.
4.1.9. თუ მომხმარებლის მიერ მაინც მოხდა ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის მიერ აკრძალული/საფრთხისშემცველი პროდუქციის გამოგზავნა, რის გამოც შპს ინექს გრუპს მიადგა მატერიალური ზარალი, კომპანია იტოვებს უფლებას ზიანის ანაზღაურებისგან დამოუკიდებლად მომხმარებელს დააკისროს საჯარიმო სანქცია.
4.1.10. ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის მიერ აკრძალული, ან წინასწარ შესათანხმებელი პროდუქტის ტრანსპორტირებისას, ნივთის დაკარგვასა ან დაზიანებაზე კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს.
4.1.11. „ინექს გრუპი“ არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათზე, თუ ამანათზე დატანილია არასწორი ან არასრული მონაცემები. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია შპს „ინექს გრუპის“ ვებგვერდზე.
4.1.12. თუ, ამანათს არ აქვს დართული სწორი პარამეტრები მომხმარებლის/მაღაზიის მიერ, არ ემთხვევა ან აკლია ოთახის ნომერი, სახელი და გვარი, შეცდომით არის მოწოდებული თრექინგი - შემსრულებელი პასუხს არ აგებს ასეთი ამანათის დროულად მიწოდებასა და მომხმარებლისთვის გადაცემაზე. პროცედურა გახანგრძლივდება გაურკვეველი ვადით პროდუქციის სრულ იდენტიფიკაციამდე ინვოისისა და ამანათის შემადგენლობის საფუძველზე.
4.1.13  "ინექს გრუპის“ უცხოეთის საწყობში მომხმარებლის ამანათების ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების დოკუმენტით, ე.წ "proof of delivery” დოკუმენტით, რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ შემდეგი უფლებამოსილი პირები: ამერიკის მისამართზე: M.WILLIAMS; JPANACIONE; IRAKLI PRUIDZE; AKAKI KUBANEISHVILI; თუ მომხმარებლის გზავნილს ამერიკული საფოსტო კომპანიის მიერ მინიჭებული აქვს მიტანილის სტატუსი, თუმცა 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში ამანათი მომხმარებელს "ინექს გრუპის“ პირად ოთახში არ აესახება, მომხმარებლის მიერ მოთხოვნის დაფიქსირების და შესაბამისი დოკუმენტაციის (შეძენის დამადასტურებელი ინვოისი, ამანათის თრექინგ ნომერი, მიტანის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარდგენის შემდეგ, შემსრულებლის მიერ ხდება ამანათის მოძიება უცხოეთის საწყობში და, ამავდროულად, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გადამოწმება მიტანის ფაქტის უარსაყოფად ან დასადასტურებლად. "ინექს გრუპი“ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს იმ ამანათებზე, რომლებიც ფიზიკურად არ მისულა უცხოეთის საწყობში. საწყობში ამანათის არ მიღება დადასტურდება შესაბამისი ცნობის გაცემით "ინექს გრუპის“ მიერ მომხმარებლისადმი. საჭიროების შემთხვევაში, შემსრულებელი გასცემს სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერებს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
4.1.14. "ინექს გრუპი“ არ აგებს პასუხს საბაჟო ორგანოების მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ ორგანოს მიერ იქნება მიღებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული გზავნილების მიმართ.
4.1.15. "ინექს გრუპი“ პასუხს არ აგებს თუ ტვირთის დაკავება, კონფისკაცია, დაყადაღება, მოხდება საბაჟო სამსახურების ან/და ნებისმიერი სახელმწიფო სამსახურების მიერ ტვირთის შემცველობის ან/და მომხმარებლის მიერ არასწორად დეკლარირებული დოკუმენტების, განბაჟების საფასურის გადაუხდელობის გამო. შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლისათვის მიყენებული ზიანისათვის, თუ აღნიშნული
გამოწვეულია მომხმარებლის მხრიდან არასწორი, არასრული, ან სხვა არასარწმუნო ინფორმაციის მიწოდების შედეგად.
4.1.16. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანიას მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), კომპანია უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.
4.1.17. იმ შემთხვევაში, თუ, მოხდება შემსრულებლის დაჯარიმება ან/და შემსრულებლისთვის სხვა სახის ზიანის მიყენება მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების ან/ და ხელშეკრულების სხვა პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება და სხვა) შემსრულებელს უფლება აქვს მიყენებული ზიანის ანაზღაურება დააკისროს მომხმარებელს.
4.1.18. დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში კომპანიის პასუხისმგებლობა გამოირიცხება;
4.1.19. კომპანია "ინექს გრუპი“ პასუხისმგებლობას არ იღებს შეცდომით გამოგზავნილ პროდუქციაზე (ფერი / ზომა/რაოდენობა/მოცულობა/სახეობა და სხვა);
4.1.20. კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს რეისების დაგვიანებაზე, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის ბრალეულობით ან უამინდობის, ტექნიკური ხარვეზის (თვითმფრინავის გაუმართაობა), ბუნებრივი მოვლენების ან დღესასწაულებთან დაკავშირებული გადატვირთვების გამო.

 

4.2. მომხმარებლის პასუხისმგებლობის ფარგლები:
4.2.1. მომხმარებელი ვალდებულია დროულად მიაწოდოს კომპანიას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე მისცეს ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად.
4.2.2. მომხმარებელი ვალდებულია არ გაავრცელოს ცრუ, ზიანის მომტანი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში კომპანია მიმართავს სამართლებრივ ზომებს.
4.2.3. მომხმარებელი ვალდებულია ყველა დეტალი ამანათისა და შიგთავსის, ასევე შეფუთვის და წონის შესახებ შეათანხმოს და დააზუსტოს გამყიდველთან ნივთის შეძენამდე.
4.2.4. ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია კურიერის/ოპერატორის თანდასწრებით შეამოწმოს შეფუთვა და გარეგანი დაზიანების შემთხვევაში ადგილზევე შეატყობინოს პასუხისმგებელ პირს. ინფორმაციას განიხილავს შესაბამისი სამსახური და მომხმარებელი გონივრულ ვადაში მიიღებს პასუხს. ოფისიდან გასვლის შემდეგ კომპანია პასუხს არ აგებს ამანათზე.
4.2.5. ნივთის ოპერატორის/კურიერის თანდასწრებით შემოწმებისას თუ დაფიქსირდება ნივთის დაზიანების ფაქტი და არ დგინდება ნივთის ტრანსპორტირებისას დაზიანება, მომხმარებელი განცხადებით ადასტურებს, რომ კომპანიასთან პრეტენზია არ გააჩნია და ხდება ნივთის გაცემა. ხოლო დავის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას, ნივთი შეინახოს თავის საწყობში დავის გადაჭრამდე.
4.2.6. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული პირადი, საკონტაქტო, ტვირთის შესახებ ინფორმაციის სიზუსტეზე. შემსრულებელი არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ არასწორად მოწოდებული ინფორმაციით გამოწვეული ზიანისთვის.
4.2.7. მომხმარებელს უფლება აქვს განახორციელოს ნივთის წინასწარი დეკლარირება გამომგზავნის მიერ თრექინგ კოდის მინიჭებისთანავე, რათა მის პირად ოთახში წინასწარ აისახოს ამანათის საწყობში შესვლის შესახებ ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ამანათის იდენტიფიცირებას საწყობში შესვლისთანავე.
4.2.8. მომხმარებელი ვალდებულია 30 დღის ვადაში გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და მიიღოს ამანათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ კომპანია იტოვებს უფლებას, დაბეგვრას დაუქვემდებარებელი ამანათები გადაიტანოს ფასიან საწყობში, რომლის საფასურის გადახდა დაეკისრება მომხმარებელს. ფასიან საწყობში ნივთის განთავსებიდან 30 დღის ვადაში თუ მომხმარებელი არ მიიღებს ამანათს, კომპანია განკარგავს მას საკუთარი შეხედულებით, თუმცა აღნიშნული არ გაათავისუფლებს მომხმარებელს ტრანსპორტირების და სასაწყობე მომსახურების საფასურის გადახდისგან.
4.2.9. მომხმარებლის მიერ ამანათის მიღებაზე უარის თქმა, გარკვეული გარემოებების (კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო) ან მომხმარებლის სურვილით ნივთის სახელმწიფოსთვის გადაცემა არ ათავისუფლებს მომხმარებელს ტრანსპორტირების ღირებულების გადახდისგან.


5. ტრანსპორტირება და ამანათის შენახვის ვადა
5.1. ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათის (ამანათების) რეალური ან მოცულობითი წონიდან. 

5.2. ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან და თურქეთიდან ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება რეალური წონით. ჩინეთიდან ამანათები იგზავნება მოცულობითი ან რეალური წონით. თუ რეალური წონა მეტია მოცულობით წონაზე, ტრანსპორტირების საფასური იანგარიშება რეალური წონით და პირიქით. ამანათის შიგთავსიდან და შეფუთვიდან გამომდინარე, თუ კი იძლევა გადაფუთვის შესაძლებლობას, მოცულობითი წონის შემცირების მიზნით შპს „ინექს გრუპი“ მოახდენს ტვირთის გადაფუთვას ან კონსოლიდირებას.
5.3. მინიმალური წონა ქვეყნების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად: ამერიკა, ჩინეთი, თურქეთი - 100 გრ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი - 200 გრ. ტრანსპორტირების ტარიფები ქვეყნების მიხედვით იხ. www.inex.ge/prices
5.4. საქართველოს ტერიტორიაზე, კომპანიის სერვისცენტრში გზავნილის მიღებისას, კომპანია მას ინახავს არა უმეტეს 60 დღის განმავლობაში (დაბეგვრას დაუქვემდებარებელი ამანათები 30 დღის გასვლის შემდგომ შესაძლებელია გადავიდეს ფასიან საწყობში). თუ გზავნილის საქართველოში შემოსვლიდან 60 დღის ვადაში არ მოხდა მომხმარებლის მიერ გზავნილის მიღება, კომპანია იტოვებს უფლებას თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს ამანათი.
5.5. ის ამანათი, რომლის მისამართის ან/და ადრესატის მოძიებაც ვერ მოხერხდა, გადაეცემა სახელმწიფოს შენახვის 30 - დღიანი ვადის დაუცველად.
5.6. ტრანსპორტირების ხანგრძლივობაა საშუალოდ, ნივთის მისამართზე მიტანიდან 5-დან 10 დღემდე. რეისების განრიგი და ვადები მოცემულია შპს „ინექს გრუპის“ ვებ-გვერდზე. აღნიშნული ვადები არის საორიენტაციო და შეიძლება იყოს ცვალებადი.


6. ამანათის გადაფუთვის სერვისი მოცულობის შესამცირებლად.
6.1. მოცულობის შემცირების მიზნით ინექს გრუპი უსასყიდლოდ ახდენს ამანათების გადაფუთვას. გადაფუთვა ხდება ავტომატურად და კომპანიას არ სჭირდება ამაზე სპეციალურად მითითებას ან მომხმარებლის თანხმობას.
6.2. ელექტრო ტექნიკისა და მსხვრევადი ნივთების გადაფუთვა არ ხდება ამანათის უსაფრთხოების მიზნით. ასევე არ ხდება გერმანიიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და კვიპროსიდან გამოგზავნილი ამანათების გადაფუთვა.


7. ამანათის დეკლარირება
7.1. ამანათის დადეკლარირება (შეძენილი ნივთის ვებგვერდის, დასახელების და ფასის (ღირებულების) მითითება) „ინექს გრუპის“ ვებგვერდზე აუცილებელია ნივთის საქართველოში ჩამოსვლამდე.
7.2. დეკლარირებასთან ერთად სასურველია მომხმარებელმა ატვირთოს შეძენილი ნივთების ინვოისები, რათა გამარტივდეს და დაჩქარდეს ამანათებზე საბაჟო პროცედურების განხორციელება.
7.3. დეკლარირებული თანხა აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს შეძენილი ნივთის რეალურ ღირებულებას. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს. ერთხელ შევსებულ დეკლარაციაში ცვლილების შეტანა შეუძლებელია.
7.4. იმ შემთხვევაში, თუ ნივთი ექვემდებარება განბაჟებას, ინვოისის ატვირთვა დეკლარირებისას სავალდებულოა.
7.5. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ შეავსებს გზავნილის დეკლარაციას (საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას), გზავნილი გაჩერდება საბაჟოზე. მომხმარებელმა 8 დღის განმავლობაში უნდა მოახდინოს გზავნილის დეკლარირება (წარმოადგინოს ინვოისი ან ჩაუტაროს საბაჟო ექსპერტიზა). დაუდეკლარირებლობის შემთხვევაში მოხდება ნივთის განკარგვა დადგენილი საბაჟო პროცედურების მიხედვით.

 

8. განბაჟება
8.1. ტვირთის განბაჟებაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
8.2. მზა საბაჟო დეკლარაცია მომხმარებელს გადაეცემა კუთვნილ ამანათთან ერთად. ბაჟის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის დაბეჭდვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, ნებისმიერ ბანკში. აღნიშნული წესი არ მოქმედებს გამონაკლის შემთხვევებში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
8.3. ამანათები, რომელთა ჯამური ღირებულება აღემატება 300 ლარს ან აღემატება 30 კილოგრამს ან არის განკუთვნილი კომერციული საქმიანობისთვის, საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება განბაჟებას (საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხ: https://inex.ge/custom-procedures ). 8.4. განსაბაჟებელი ამანათები გაიცემა მხოლოდ ოფისებში სპეციალურ დოკუმენტთან ერთად (ფორმა 4, რომელსაც „ინექს გრუპი“ დაგიმზადებთ და გადმოგცემთ ამანათთან ერთად). სადეკლარანტო მომსახურების ღირებულება ონლაინ ამანათებისთვის განისაზღვრება - 5 ლარით, ხოლო პერსონალური ამანათებისთვის განისაზღვრება - 15 ლარი.
8.5. ამანათის განბაჟება და სხვა საბაჟო პროცედურები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საბაჟო სამსახურების მიერ ამანათის გაჩერების ან/და მომხმარებლის მიერ ინფორმაციის წარუდგენლობის ან სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამანათის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის, მომხმარებლისთვის სანქციების დაკისრების შემთხვევაში მომხმარებელი ვერ წარუდგენს პრეტენზიას შემსრულებელს, რომ მას არ ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია შემსრულებლისგან კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების და დაწესებული სანქციების შესახებ. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებობით დადგენილი რეგულაციები. შემსრულებელს უფლება აქვს მიაწოდოს მომხმარებელს სათანადო ინფორმაცია საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს შემსრულებლის ვალდებულებას.


9. ამანათის გაცემა

9.1. ამანათის მიღება შესაძლებელია „ინექს გრუპის“ მომხმარებლის მიერ მითითებულ ფილიალში ან კურიერის მეშვეობით. ამანათის გადაცემა ხდება მომხმარებლის მიერ პირადობის მოწმობის, პასპორტის, მართვის მოწმობის ან სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობისა და მინდობილი პირის პირადობის მოწმობის, პასპორტის, მართვის მოწმობის წარდგენით და ხელმოწერით მიღება-ჩაბარების აქტზე ან ხელმოწერის გასაკეთებელ სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობაზე. ამანათის გაცემა არ ხდება დოკუმენტის ასლის საფუძველზე.
9.2. დაბეგვრას დაუქვემდებარებელი ამანათის მიღება შეუძლია მომხმარებელს - 14 წლის ასაკიდან, ამ მუხლში განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე.

9.3. დაბეგვრადი (განსაბაჟებელი) ამანათის შემთხვევაში ამანათის სრულწლოვანმა მიმღებმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი პირადობის მოწმობის ან პასპორტის დედანი. თუ მიმღები არის მესამე პირი, უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა და მინდობილი პირის პირადობის მოწმობის/პასპორტის დედანი. თუ განსაბაჟებელი ამანათის მიმღები არის არასრულწლოვანი (18 წლამდე პირი), ამანათი გაიცემა უფლებამოსილი წარმომადგენლის მომართვის და მის მიერ დამატებით წარმოდგენილი  წარმომადგენლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.

9.4. საბაჟო კონტროლს დაუქვემდებარებელი ამანათების მიღება მესამე პირის მიერ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პროგრამაში მიუთითებს მინდობილ პირს და მიმღები წარმოადგენს საკუთარი პირადობის მოწმობის, მართვის მოწმობის ან პასპორტის დედანს. ასევე, თუ ამანათის მიმღები წარმოადგენს საკუთარ და ამანათის მესაკუთრის პირადობის მოწმობის, მართვის მოწმობის ან პასპორტის ვადიანი/ძალაში მყოფი დოკუმენტის დედანს, ან/და სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას.

9.5. ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს ძალაში მყოფი და ვადიანი დოკუმენტის დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი. დოკუმენტის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.


10. მომსახურების საფასურის გადახდის ვადა და მეთოდი
10.1. ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა განხორციელდეს ამანათის შპს „ინექს გრუპის“ მომხმარებლის მიერ მითითებულ ფილიალში ჩამოსვლიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა შემსრულებლის მიერ გამოწერილი ინვოისის ან მომხმარებლის პირად ოთახში მითითებული თანხის შესაბამისად. მომხმარებელი ვერ გაიტანს გზავნილს, რომელზეც არ აქვს გადახდილი გზავნილის ტრანსპორტირების საფასური.
10.2. ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათის მომხმარებლის პირად ოთახში ასახვის დღეს საქართველოს კომერციული ბანკის მიერ დადგენილი უცხოური ვალუტის შესყიდვის კურსით ლარში. 10.3. სავალდებულოა ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა განხორციელდეს მხოლოდ www.inex.ge -ზე მითითებული გადახდის მეთოდებით.
10.4. ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა ხორციელდება შემდეგი მეთოდებით:
- „ინექს გრუპის“ ვებ-გვერდის საშუალებით - საკომისიო 0%
- გზავნილის გატანისას, ნაღდი ანგარიშსწორებით - საკომისიო 0%
- ინექს გრუპის ვებ-გვერდზე ბალანსის შევსებით
- ბონუს-ქულებით - 1 ბონუს ქულა = 1 ლარს
- ანგარიშზე ტერაბანკში: GE92KS0000000360205169 (შპს ინექს გრუპი; ამანათის გასატანად საჭიროა ქვითარი ბანკიდან და პირადობის მოწმობა ან პასპორტი)
- ფილიალში, POS ტერმინალის მეშვეობით.
10.5. ბონუს ქულებით და ბალანსზე არსებული თანხით ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბალანსზე ან ბონუსზე არსებული თანხა არ არის ნაკლები გადასახდელ თანხაზე. ბონუსის და ბალანსის გაერთიანება შეუძლებელია. ასევე, შეუძლებელია ბალანსიდან ან ბონუსიდან ღირებულების ნაწილობრივ გადახდა ან განაღდება.
10.6. ბალანსზე შეცდომით ჩარიცხული თანხის დაბრუნება შესაძლებელია პირადი განცხადების საფუძველზე.


11. საკურიერო მომსახურება.
11.1. ონლაინ ამანათი - იმისთვის, რომ კურიერმა ონლაინ ამანათი მიუტანოს მომხმარებელს, მომხმარებელმა თავისი პირადი კაბინეტიდან უნდა გადაიხადოს საკურიერო მომსახურების საფასური. (დეტალური ინფორმაცია საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით გთხოვთ, გადაამოწმოთ ბმულზე: https://inex.ge/delivery-service )
11.2. პერსონალურ ამანათებზე - საკურიერო მომსახურების ჩანიშვნა ხდება ქოლ ცენტრის მეშვეობით ან გამომგზავნის მითითებით.
11.3. შპს „ინექს გრუპი მომხმარებელს სთავაზობს დამატებით მომსახურებას საკურიერო სერვისის სახით განსაზღვრულ ქალაქებში. აღნიშნული მომსახურების ტარიფები იხ. : https://inex.ge/delivery-service
11.4. თუ მომხმარებელი გამოთქვამს სურვილს ამანათის მისამართზე მიტანაზე შპს „ინექს გრუპი“ დაარიგებს ამანათებს იმ ლოკაციებზე, სადაც მოქმედებს კომპანიის საკურიერო სერვისი.
11.5. გაბარიტული ამანათის შემთხვევაში საკურიერო მომსახურების ღირებულება განისაზღვრება მომხმარებელთან შეთანხმებით.
11.6. საკურიერო მომსახურების დროს პროგრამაში მისამართი უნდა ჩაიწეროს შემდეგი თანმიმდევრობით: ქალაქი, უბანი, ქუჩა და ნომერი. (მაგ. ვაკე, ჭავჭავაძის N 5.) 11.7. ყველა იმ ამანათზე, რომლის ტრანსპორტირების ღირებულება გადახდილი იქნება ამანათის ჩამოსვლის დღემდე და მომხმარებელს მითითებული ექნება „საკურიერო მომსახურება“ კურიერი დაარიგებს მსგავს ამანათებს ამანათის ჩამოსვლის მომდევნო დღეს.. 11.8. ამანათს მოგიტანენ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის ჩამოსვლამდე. 11.9. თუ კურიერმა ვერ მოახერხა წინასწარ დაკავშირება თქვენს მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე ამანათს დააბრუნებს ოფისში და მომხმარებელს შეეძლება მისი გატანა ოფისიდან.
11.10. კურიერი არ არის ვალდებული ამანათი აიტანოს სართულებზე.
11.11. ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს მე-9 მუხლში განსაზღვრული დოკუმენტი.
11.12. იმ შემთხვევაში, თუ საკურიერო მომსახურების მოთხოვნა ხდება უკვე ჩამოსულ ამანათზე, საკურიერო მიწოდება განხორციელდება მომსახურების საფასურის გადახდიდან მომდევნო დღეს.
11.13. განსაბაჟებელი ამანათების საკურიერო სერვისი ხორციელდება საბაჟო პროცედურების დასრულების შემდგომ.

12.    Wolt-ით საკურიერო მომსახურების პირობები.

12.1. შპს "ინექს გრუპის" მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ონლაინ ამანათის Wolt-ით მიწოდების სერვისით. 
12.2.    შპს "ინექს გრუპის" პასუხისმგებლობს  მომხმარებლის წინაშე მოქმედი კანონმდებლობის და/ან მომხმარებელთან დადებული შეთანხმების ფარგლებში ვრცელდება  Wolt-ისთვის  ამანათის გადაცემამდე.  
12.3.    შპს "ინექს გრუპის" პასუხიმგებლობა   ამანათის შიგთავსზე   არ დადგება,  თუ, ამანათს  არ აღენიშნება შეფუთვის გარეგნული ზიანი. ამასთანავე, ამანათის wolt-ის კურიერისათვის გადაცემის შემდგომ შპს "ინექს გრუპი" თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან.
12.4.     შპს "ინექს გრუპი" ვალდებულია ამანათის გაცემამდე მოახდინოს მისი გარეგნული დათვალიერება კამერებით აღჭურვილ სივრცეში. გასცეს მხოლოდ ისეთი ამანათი რომელსაც არ აღენიშნება არანაირი ფიზიკური დაზიანება. 
12.5.    მხარეები თანხმდებიან რომ  მომხმარებელს არ აქვს უფლება განახორციელოს შეკვეთა   შემდეგ  შემთხვევებში: 
ა) მომხმარებლის მიერ ტრანსპორტირების ღირებულება არ არის გადახდილი; 
ბ) ამანათი განსაბაჟებელია და საჭიროებს საბაჟო დეკლარაციას.  
გ) ნივთი მიეკუთვნება მსხვრევად კატეგორიას. 
დ) ამანათის  წონა (ამანათების ჯამური წონა) აღემატება 10 კილოგრამს. 

12.6.    მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის დაფიქსირებისას მიუთითოს შემდეგი მონაცემები: ოთახის ნომერი: IG, და თითოეული ამანათის თრექინგ კოდი. 
12.7.    თუ მე-4 მუხლში გათვალისწინებული გამონაკლისების მიუხედავად მომხმარებელი მაინც განახორციელებს შეკვეთას, შპს "ინექს გრუპს"უფლება აქვს არ გადასცეს ამანათი Wolt-ს, ამასთანავე, თუ მომხმარებელი მიუხედავად დაწესებული შეზღუდვისა მაინც განახორციელებს მსხვრევადი კატეგორიის ნივთის wolt-ის  მიწოდების შეკვეთას, რომლის საფუძველზეც  განხორციელდება Wolt-ის მიწოდების სერვისით სარგებლობა,  ნივთის დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში შპს "ინექს გრუპი" არ  აგებს პასუხს  დამდგარი ზიანისათვის, ხოლო მომხმარებელი კარგავს უფლებას  ნივთის დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში წაუყენოს პრეტენზია შპს "ინექს გრუპს".

 

13. დაზღვევა
13.1. იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს ამანათის დაზღვევა, აუცილებელია მოახდინოთ მისი სავალდებულო დეკლარირება და უცხოეთში ჩვენს ოფისში მიტანის შემდეგ ამანათის საქართველოში გამოგზავნამდე ჩართოს ამანათის დაზღვევა. ფუნქციის ჩართვა ხდება დაზღვევის სპეციალური უჯრის მონიშვნით, თითოეული ამანათისთვის ინდივიდუალურად.
13.2. გამოწერილი ამანათის დაზღვევა შესაძლებელია მისი მიღების შემდეგ ამანათის საქართველოში გამოგზავნამდე.
13.3. დაზღვევის ღირებულება შეადგენს ამანათის ღირებულების 10% და ამ თანხის დაანგარიშება და გადახდა ხდება ტრანსპორტირების ღირებულებასთან ერთად. თუ თქვენ უკვე გადახდილი გაქვთ ტრანსპორტირების ღირებულება, ასეთ შემთხვევაში დაზღვევის ჩართვა შეუძლებელია.
13.4. ზარალის ანაზღაურება მოხდება ამანათის დაკარგვის ან მისი შიგთავსის დაზიანების შემთხვევაში.  ინექს გრუპი  არ ანაზღაურებს ამანათის შიგთავსის დაზიანებისას გამოწვეულ ზარალს, თუ არ შეინიშნება ამანათის გარეგნული დაზიანება. ზარალის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში ჩვენს ოფისში ამანათი მიიტანეს უვნებელი, ხოლო საქართველოში გაცემის დროს დაფიქსირდება მისი დაზიანება.
 

14. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა
14.1. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას, ასევე შემდგომ წარმოდგენილი/მოპოვებული პირადი ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს და დაცულია კანონით. კომპანია არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას კანონით დადგენილი საფუძვლის არსებობის გარეშე.
14.2. „ინექს გრუპი“ მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში უფლებების დაცვის მიზნით, ასევე მომხმარებელთა ინტერესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ახორციელებს მომხმარებელთან ურთიერთობის ჩაწერას და დამახსოვრებას ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების და ტექსტური შეტყობინებებით საუბრების,
სოციალური ქსელის თუ ბლოგის კომენტარების გზით მოგროვებული ინფორმაციის დამუშავებას
14.3. შემსრულებელი უფლებას იტოვებს გამოიყენოს კლიენტის/დამკვეთის ელ-ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი საკუთარ პროდუქციასთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებული მარკეტინგული შეტყობინებების გაზიარებისთვის. 

14.4. მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გადაზიდულ ამანათთან არის დაკავშირებული) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
14.5. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას შპს „ინექს გრუპმა“ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს მასთან დაკავშირებული მონაცემები მათ შორის არსებული ხელშეკრულების, კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


15. დამატებითი პირობები
15.1. კომპანია უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.
15.2. კომპანიის ან კომპანიაში დასაქმებული პირების მიმართ გამოხატული აგრესიული სახის ქმედება, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, ამანათების/ტვირთის არაკეთილსინდისიერი გზებით მოპოვება, ფილიალის ფუნქციონირების შეფერხება ან შეფერხების მუქარა, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს კომპანიის იმიჯს და მოქმედებს კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ, შესაძლებელია გახდეს მომხმარებლისთვის მომსახურებაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს ეცნობება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ასევე, აღნიშნული პირი ვეღარ შეძლებს მინდობილი პირის სტატუსით სარგებლობას და ვერ მიიღებს მესამე პირების ამანათებს ვერც ერთი შესაძლო მეთოდით.
15.3. კომპანია უფლებას იტოვებს უარი თქვას სერვისის მიწოდებაზე იმ პირებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ კონკურენტ კომპანიას, არიან მათი დამფუძნებლები, დირექტორები თუ სხვა მენეჯმენტის რგოლში მომუშავე პირები.
15.4. კომპანია ვალდებულებას იღებს კლიენტთან მხოლოდ იმ სერვისებზე, რაც აღწერილია მომსახურების პირობებში.
15.5. „ინექს გრუპი“ ამ დოკუმენტით განსაზღვრული დებულებების გარდა მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევისას ხელმძღვანელობს საქართველოს
კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
15.6. შემსრულებელი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ცალმხრივად, სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს/განაახლოს მომსახურების წესები და პირობები ან კონფიდენციალურობის პოლიტიკა და მოახდინოს აღნიშნულის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება.
15.7. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მუხლის ბათილად ცნობა ზეგავლენას არ ახდენს ხელშეკრულების დანარჩენი მუხლების იურიდიულ ქმედითობაზე.
15.8. მხარეები თანხმდებიან, რომ ყველა სადავო საკითხი ან/და წინააღმდეგობა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებისა და მოლაპარაკების გზით. მხარეთა მიერ სადავო საკითხების მოლაპარაკებათა გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, დავა განსახილველად გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს.


 

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?