ფასები

როგორ მივიღო სტუდენტური ფასდაკლება? 

ფასდაკლების მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია და გამოგზავნეთ: 

პირადობის მოწმობა

  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ 
  • თქვენთვის მონიჭებული პირადი ოთახის IG ნომერი

გამოსაგზავნი მისამართია: students@inex.ge  

როგორ ითვლება ტრანსპორტირების ღირებულება?

ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან და თურქეთიდან ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება რეალური წონით. 

ჩინეთიდან ამანათები იგზავნება მოცულობითი ან რეალური წონით. თუ რეალური წონა მეტია მოცულობით წონაზე, ტრანსპორტირების საფასური იანგარიშება რეალური წონით, ხოლო თუ ამანათის მოცულობითი წონა მეტია რეალურ წონაზე, ტრანსპორტორების საფასური იანგარიშება მოცულობითი წონით. ჩინეთიდან საჰაერო გზით გადაზიდვის შემთხვევაში ამანათის შიგთავსიდან და შეფუთვიდან გამომდინარე, თუ კი იძლევა გადაფუთვის შესაძლებლობას, მოცულობითი წონის შემცირების მიზნით მოვახდენთ ტვირთის გადაფუთვას ან კონსოლიდირებას. ჩინეთიდან საზღვაო გადაზიდვისას გადაფუთვა არ ხდება.

  • დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, გერმანიის, კვიპროსის, საბერძნეთისა და იტალიის  ამანათებზე მინიმალური წონა არის 200 გრ. 
  • თურქეთის, ამერიკისა და ჩინეთის ამანათებზე მინიმალური წონაა 100 გრ.
სტანდარტული ტარიფები
  • ამერიკა 8.5 USD
  • დიდი ბრიტანეთი 6.5 GBP
  • იტალია 4.5 EUR
  • საბერძნეთი 3.5 EUR
  • ჩინეთი 12.5 USD
  • ესპანეთი 6 EUR
  • გერმანია 8 EUR
  • თურქეთი 4 USD
  • კვიპროსი 4 EUR
სტუდენტური ტარიფი
  • ამერიკა 8 USD
  • დიდი ბრიტანეთი 6 GBP
  • იტალია 4 EUR
  • საბერძნეთი 3 EUR
  • ჩინეთი 12 USD
  • ესპანეთი 5.5 EUR
  • გერმანია 7.5 EUR
  • თურქეთი 3 USD
  • კვიპროსი 3.5 EUR
news
სწრაფი და თანამედროვე გზა ამანათის მისაღებად - უკონტაქტო გატანა ბოქსიდან

ინექს გრუპი გთავაზობთ ახალ, ინოვაციურ საშუალებას — გაიტანოთ ამანათი სწრაფად, მარტივად და უკონტაქტოდ — ოპერატორის, რიგებისა და დამატებითი დოკუმენტების წარდგენის გარეშე.

რომელ ფილიალებშია ბოქსები ხელმისაწვდომი?

თბილისი:
▪️ ისანი
▪️ ვარკეთილი
▪️ საბურთალო
▪️ გლდანი
▪️ დიდი დიღომი

რუსთავი:
▪️ მეგობრობის ქ. №10

როგორ უნდა გაიტანოთ ამანათი?

გატანისთვის საჭიროა ტრანსპორტირების ღირებულების წინასწარ გადახდა და შტრიხკოდის მიღება ერთ-ერთი მარტივი მეთოდით:

მეთოდი I — პირადი პროფილიდან

გაიარეთ ავტორიზაცია და შედით თქვენს ოთახში

მენიუდან აირჩიეთ „ბოქსიდან გატანა“

შექმენით გასატანი მანათების ჯგუფი და დააგენერირეთ შტრიხკოდი

მეთოდი II — SMS შეტყობინებიდან

გახსენით შეტყობინება ამანათის ჩამოსვლის შესახებ

გადადით ბმულზე

ჩამოსქროლეთ და იხილეთ შტრიხკოდი

 

ჩვენს ოფისში მოსვლისას, უბრალოდ წააკითხეთ შტრიხკოდი ბოქსზე არსებულ წამკითხველს და აიღეთ თქვენი ამანათი — სულ ეს არის!

ინექს გრუპი ზრუნავს თქვენს კომფორტზე — ნაკლები დრო, მეტი სიმარტივე.

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?