აკრძალული ნივთები

ინექს გრუპის საშუალებით შესაძლებელია ალკოჰოლური სასმელების (4 ლიტრამდე) და სუნამოების ჩამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "shipping address"–ში მიუთითებთ ჩვენს გერმანიის, საბერძნეთის, იტალიისა და თურქეთის მისამართებიდან რომელიმეს.

თურქეთის, გერმანიის, საბერძნეთისა და იტალიის მისამართებიდან ტრანსპორტირება ხდება სახმელეთო გზით, ამიტომ ასევე, შესაძლებელია იმ პროდუქციის ჩამოტანა, რომლის გამოგზავნაც არ ხდება საჰაერო გზით.

საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია საფოსტო გზავნილით შემდეგი სახის ნივთების გამოგზავნა:

  • რეალური ფული, მონეტები ან ბანკნოტები;
  • საბანკო და საკრედიტო ბარათები და სხვა ფასიანი ქაღალდები;
  • საკვები პროდუქცია;
  • ფეთქებადი ნივთიერებები;
  • მიწა და ნერგები მიწით;
  • პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
  • ცოცხალი ცხოველები;
  • ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია;
  • ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები ან მათი თესლი;
  • ფსიქოტროპული ნივთიერებები;
  • წამლები (10 შეკვრაზე მეტი);
  • მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი);

აკრძალული ნივთების სია ქვეყნების მიხედვით:

  • ამერიკა - ფეთქებადსაშიში და აალებადი პროდუქცია. მათ შორის: სპრეები, სითხეები, პულვერიზატორი, დეზოდორანტები, ლაქი, მანქანის ზეთები, საღებავი, წებოები, აეროზოლი, სუნამო და სხვა. იარაღი და მისი ნაწილები, სათამაშო იარაღი, ოპტიკა. მაგნიტური ნივთიერებები. დრონის ელემენტი. ავტო ნაწილები: ძრავები, გაზის ამორტიზატორები, უსაფრთხოების ბალიშები, აკუმულატორები და სხვა ზეთშემცველი ნაწილები. სახანძრო და თავდაცვითი საშუალებები: ცეცხლმაქრობი, სამაშველო ჟილეტები, ბრონეჟილეტები. ელემენტები და აკუმულატორები: Power Bank-ები, ლითიუმის ელემენტები (გარდა მოწყობილობაში ჩაშენებულისა). ცოცხალი/არაცოცხალი ცხოველები და მცენარეები: თესლები, ნერგები, მინერალური ქვები.
  • დიდი ბრიტანეთი - ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია. მათ შორის: სპრეი, პულვერიზატორი, დეზადორი, აეროზოლი, სუნამო, ფრჩხილის ლაქი და აცეტონის შემცვლელი სხვა პროდუქცია.
  • ჩინეთი -  აირბაგი, საჭიანი აირბაგი, საკვები და საკვები დანამატები, მწერები, ფუტკარი, კვერცხი, ხელკეტი, იარაღი, სამიზნე, კასტეტი, იარაღის ნაწილები და სხვ, მაგნიტი, სანთელი, სანთებელა (მათ შორის ელექტრო სანთებელა), ფხვნილი, დაპრესილი ფხვნილი, კბილის პასტები, თვალის ჩრდილები, დანა, მაკრატელი და მსგავსი ტიპის ბასრი საგნები, სათამაშო იარაღი, ელექტრო სიგარეტი, ფავერ ბანკი, აკუმულატორი, სითხეები, საღებავი, ფლომასტერი, მცენარეები, სამედიცინო დანიშნულების ტვირთები, ელემენტები (დასაშვებია ელემენტის ჩამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მოყვება ნივთს. მაგალითად - მობილურს) და  კოსმეტიკური საშუალებები როგორიცაა: მანიკური, აცეტონი, კრემები და სხვა. ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია. მათ შორის: სპრეი, პულვერიზატორი, დეზადორი, აეროზოლი და სუნამო.
  • თურქეთი - მედიკამენტები.
news
მოიწვიე მეგობარი Taobao-ზე და მიიღე ფასდაკლება!

გინდა ფასდაკლება Taobao-ზე შოფინგისას?

მოიწვიე მეგობარი და მიიღე 45¥ ფასდაკლების კუპონი. შენი მეგობარი კი, როგორც ახალი მომხმარებელი, მიიღებს 20¥ ფასდაკლებას!

ამისათვის: შედი აპლიკაციაში ან ვებ-გვერდზე, დააჭირე ბანერს და გაუზიარე შენი კოდი მეგობარს.

➡ შეარჩიე ნივთები Taobao-ზე და ისარგებლე პირდაპირი მიწოდების სერვისით ექსკლუზიურად ინექსის საშუალებით!  

პირდაპირ საქართველოში გამოწერის უპირატესობები:
☑ აღარ გჭირდება ჩინური მისამართის კოპირება ინექსის საიტიდან; 

☑ ისარგებლებ ტრანსპორტირების განსაკუთრებული ტარიფებით. 1 კგ - 10.5$ (საჰაერო გადაზიდვისას); 1 კგ - 4.5$ (საზღვაო გადაზიდვისას)

☑ არც დეკლარირების შევსებაა საჭირო
☑ უბრალოდ აარჩევ ნივთს, შეარჩევ მიწოდების მეთოდს და გაიტან ინექსის 48 ფილიალიდან, ან მიიღებ ამანათს შენს მისამართზე საკურიერო სერვისის დახმარებით


შენი ამანათის მართვას: 

⚫ ადგილმდებარეობის გადამოწმებას, 

⚫ ტრანსპორტირების საფასურის გადახდას,

⚫ დაჯგუფებას ბოქსიდან გასატანად, 

⚫ სურვილის შემთხვევაში საკურიერო სერვისის ჩართვას ინექსის საიტიდან შეძლებ,

შედი ავტორიზაციის გვერდზე და აირჩიე ავტორიზაცია ელ-კომერციის პლათფორმებისთვის

 

☑  დაიწყეთ Taobao-ზე შოფინგი ახლავე:

 გადმოწერეთ აპლიკაცია:

IOS         

Android  

ან გამოიწერეთ ნივთები პირდაპირ ვებგვერდიდან:

www.taobao.com 

 

☑  გაეცანით ინსტრუქციას:

როგორ დავამატოთ მისამართი და ვიყიდოთ სასურველი ნივთი?

როგორ შევცვალო Taobao-ს აპლიკაციის ენა ინგლისურზე?
 

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?