ყურადღება! შეიცვალა საფრანგეთის საწყობის მისამართი! ახალი მისამართი იხილეთ თქვენს ოთახში.

რეგისტრაცია

პირადი მონაცემები
* იურიდიული პირის რეგისტრაციის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ნომერს წინ ჩაუწერეთ 00

საკონტაქტო ინფორმაცია
საიტზე შესასვლელი მონაცემები
იდენტიფიქაცია
რეგისტრაციის დასრულებამდე გაეცანით პირობებს:

შემსრულებელი: შპს ინექს გრუპი.  მის: თბილისი, წერეთლის 57; ტელ: (032) 249 26 25

მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელიც სარგებლობს შპს ინექს გრუპის სერვისით.

მომხმარებელი საიტზე რეგისტრაციისას ვალდებულია დაეთანხმოს შემდეგ პირობებს:

 

1.    ტრანსპორტირების ღირებულება, წონის დამრგვალება და გადახდა.

1.1. ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათის (ამანათების) რეალური ან მოცულობითი წონიდან, თუ მოცულობითი წონა აჭარბებს რეალურ წონას მაშინ ამანათის (ამანათების) წონად ჩაითვლება მოცულობითი წონა.

1.2. მოცულობითი წონა გამოითვლება შემდეგნაირად: ამანათის სიგრძე მრავლდება სიგანეზე და სიმაღლეზე (სანტიმეტრებში) და იყოფა 6000-ზე. მიღებული შედეგი არის ამანათის მოცულობითი წონა კილოგრამებში.

1.3. მინიმალური წონა: ამერიკა - 100გ, ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი - 200 გ.

1.4. სავალდებულოა ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა განხორციელდეს მხოლოდ www.inex.ge-ზე მითითებული გადახდის მეთოდებით ამანათის საქართველოში ჩამოსვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

1.5. თუ გზავნილის საქართველოში შემოსვლიდან 30 დღის ვადაში არ მოხდა მომხმარებლის მიერ გზავნილის გატანა, გზავნილი გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში.


2.    ამანათის გადაფუთვის სერვისი მოცულობითი წონის შესამცირებლად.

2.1. მოცულობითი წონის შემცირების მიზნით ინექს გრუპი უსასყიდლოდ ახდენს ამანათების გადაფუთვას. გადაფუთვა ხდება ავტომატურად და კლიენტს არ სჭირდება ამ სერვისის სპეციალურად მითითება.

2.2. ელექტრო ტექნიკისა და მსხვრევადი ნივთების გადაფუთვა არ ხდება ამანათის უსაფრთხოების მიზნით. ასევე არ ხდება საბერძნეთიდან და იტალიიდან გამოგზავნილი ამანათების გადაფუთვა.


3.    საკურიერო მომსახურება.

3.1. თუ მომხმარებელი განაცხადებს სურვილს ამანათის სახლში მიტანაზე შპს ინექს გრუპი დაარიგებს ამანათებს თბილისის მასშტაბით. სერვისის ღირებულებაა 3 ლარი.

3.2. თბილისის მასშტაბით ყველა იმ ამანათზე, რომლის ტრანსპორტირების ღირებულება გადახდილი იქნება ამანათის ჩამოსვლის დღემდე და მომხმარებელს მითითებული ექნება „საკურიერო მომსახურება“ კურიერი დაარიგებს მსგავს ამანათებს კვირაში ორჯერ.

3.3. ამანათს მოგიტანენ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის ჩამოსვლამდე.

3.4. თუ კურიერმა ვერ მოახერხა წინასწარ დაკავშირება თქვენს მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე ამანათს დააბრუნებს ოფისში და მომხმარებელს შეეძლება მისი გატანა ოფისიდან.

3.5. ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი).

3.6. კურიერი არაა ვალდებული აიტანოს ამანათები სართულზე.

3.7. რაიონებში ამანათები დარიგდება საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე-მესამე დღეს ინექს გრუპის ოფისებში, ასევე აგენტების მეშვეობით (იხილეთ რაიონებში ინექს გრუპი ოფისების სრული სია)

 

4.    ამანათის გადაცემა მესამე პირზე.

4.1. მესამე პირს შეუძლია მიიღოს ამანათი თუ ის წარადგენს:

       მიმღების პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, აგრეთვე საკუთარ პირადობის დამადასტურებელ საბუთს.

4.2. ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, ამანათის გამტანის პირადობის მოწმობას და გადახდის ქვითარს.


5.    ავია რეისები და ტრანსპორტირება.

5.1. გარკვეული მიზეზების გამო რეისის დაგვიანებაზე შპს ინექს გრუპი პასუხს არ აგებს.

5.2. ინექს გრუპი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ამანათებზე, რომელთა უცხოეთის ოფისში მიტანას ახორციელებს კომპანია, რომელსაც არ აქვს ამანათის ჩაბარების სავალდებულო ხელმოწერით დადასტურებოს სერვისი და შესაბამისად სადაო სიტუაციის წარმოქმნისას, ასეთი კომპანიები ვერ დაადასტურებენ აგენტის საწყობში ტვირთის მიტანას.

6.    ამანათის დეკლარირება 

6.1. დეკლარირება (პროდუქციის გამომგზავნის დასახელების, სასაქონლო კოდის და ფასის მითითება) ინექს გრუპის ვებგვერდზე აუცილებელია.

6.2. დეკლარირებული თანხა აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს შეძენილი ნივთის რეალურ ღირებულებას. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს. ერთხელ შევსებული დეკლარაციაში ცვლილების შეტანა შეუძლებელია.

6.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ შეავსებს გადამზიდავი გზავნილის დეკლარაციას (საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას), გზავნილი გაჩერდება საბაჟოზე. მომხმარებელმა 8 დღის განმავლობაში უნდა მოახერხოს გზავნილის დეკლარირება (წარმოადგინოს ინვოისი ან ჩაუტაროს საბაჟო ექსპერტიზა).

7.    განბაჟება

7.1. ამანათები, რომელთა ფასი აღემატება 300 ლარს ან 30 კილოგრამს საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება განბაჟებას.

7.2. განსაბაჟებალი ამანათები გაიცემა მხოლოდ ოფისებში სპეციალურ დოკუმენტთან ერთად (ფორმა 4, რომელსაც ჩვენ დაგიმზადებთ უფასოდ და გადმოგცემთ ამანათთან ერთად). სადეკლარანტო მომსახურეობა უფასოა.

7.3. მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს საბაჟო გადასახადი ამანათის მიღების დღიდან 30 დღის განმავლობაში საქართველოს ნებისმიერ ბანკში.

7.4. მომხმარებლის მიერ განსაბაჟებელი ამანათის მიღების და ფორმა 4-ზე ხელისმოწერის შემდეგ ყველა პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მომხმარებელს.


8.    შეზღუდული პროდუქცია.

8.1. შპს ინექს გრუპი იხსნის პასუხისმგებლობას აკრძალული პროდუქციის ტრანსპორტირებაზე. (იხილეთ აკრძალული პროდუქციის ჩამონათვალი)

8.2. თუ მომხმარებლის მიერ მაინც მოხდა აკრძალული პროდუქციის გამოწერა რის გამოც შპს ინექს გრუპს მიადგა მატერიალური ზარალი, კომპანია მომხმარებელს დააკისრებს საჯარიმო სანქციას.



ვეთანხმები ზემოთ მოცემულ პირობებს

parcels

© 2012 Created by webdeveloper.ge