ელ.ფოსტა
info@inex.ge
დაგვირეკეთ
(+995 32) 249 26 26

ინექს გრუპი ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას საქართველოდან შემდეგ ქვეყნებში:      დიდი ბრიტანეთი,     საბერძნეთი,      იტალია,    საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი,    ავსტრია,     გერმანია,     ნიდერლანდები, ბელგია

სერვისი მომხმარებელებს საშუალებას აძლევს განახორციელონ როგორც პერსონალური გზავნილები, ისე გაყიდონ სასურველი პროდუქცია ცნობილი ონლაინ მაღაზიების მეშვეობით, როგორიცაა Ebay, Amazon და სხვა.

ამანათების გაგზავნა ხდება შემდეგი ფილიალებიდან:

თბილისი: წერეთელი, გლდანი, საბურთალო და ვარკეთილი.

რეგიონები: ახმეტა, ბათუმი, გურჯაანი, გორი, ვანი, ზესტაფონი, ზუგდიდი, თელავი, ლაგოდეხი, მარტვილი, ოზურგეთი, რუსთავი, სენაკი, ფოთი, ქუთაისი.

იხილეთ ფილიალების მისამართები

გაგზავნის დღეები - კონტინენტური ევროპა:

ამანათები ევროპის ქვეყნების მიმართულებით (გარდა დიდი ბრიტანეთისა) იგზავნება ყოველ ხუთშაბათს. 

იმისთვის, რომ ამანათები გაიგზავნოს ხუთშაბათის რეისით, თბილისისა და რუსთავის ფილიალებში ამანათები მომხმარებლებმა უნდა ჩააბარონ მაქსიმუმ ოთხშაბათს.

გორი, ზესტაფონი, ქუთაისის და კახეთის ფილიალებში მომხმარებლებმა ამანათები უნდა მოიტანონ მაქსიმუმ სამშაბათს.

სხვა რეგიონები ორშაბათის ჩათვლით.  

ბათუმში აუცილებელია ჩაბარება მოხდეს ორშაბათს მაქსიმუმ 12:00 საათამდე.

წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათები გაიგზავნება დაგვიანებით, მომდევნო კვირაში.

გაგზავნის დღეები - დიდი ბრიტანეთის მიმართულებით:

ამანათები ბრიტანეთის მიმართულებით იგზავნება ყოველ ორშაბათს  იმისთვის, რომ ამანათები გიაგზავნოს ორშაბათის რეისით, თბილისის ფილიალებში და რუსთავის ფილიალში ამანათები მომხმარებლებმა უნდა ჩააბარონ მაქსიმუმ კვირას.

გორი, ზესტაფონი, ქუთაისის და კახეთის ფილიალებში მომხმარებლებმა ამანათები უნდა მოიტანონ მაქსიმუმ პარასკევს.

სხვა დანარჩენ რეგიონებში: ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი პარასკევის ჩათვლით.

საქართველოდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით ონლაინ ამანათების გაგზავნისას შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური ტარიფით.     

ტარიფები დიდი ბრიტანეთის გზავნილებზე:

პერსონალური ამანათები
0 - 10 კგ-მდე 1 კგ - £ 5
10 კგ-დან - ზემოთ 1კგ - £ 4.5
მინიმალური გადასახადი £ 5
ონლაინ ამანათები
0 - 10 კგ-მდე 1 კგ - £ 7
10 კგ-დან - ზემოთ 1კგ - £ 6.5
მინიმალური ტარიფი £ 7

* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოცემული ტარიფები გულისხმობს ამანათების ტრანსპორტირებას ინექს გრუპის ბრიტანეთის ოფისებამდე. ჩასული ამანათების გადაგზავნა ქვეყნის შიდა მისამართებზე შესაძლებელია დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში. 

აკრძალულია ალკოჰოლის, სიგარეტის, თამბაქოს, ხორცის, რძის პროდუქტებისა და მზა საჭმლის გაგზავნა

ლონდონამდე ტრანსპორტირების სავარაუდო ხანგრძლივობა 7-10 დღე

სხვა ქვეყნებში ამანათების ტრანსპორტირების ტარიფებისა და დამატებითი პირობების გასაგებად გთხოთ დაგვიკავშირდეთ:  (+995 32) 249 26 26