სწრაფი და თანამედროვე გზა ამანათის მისაღებად - უკონტაქტო გატანა ბოქსიდან
29.05.2025
ინექს გრუპი გთავაზობთ ახალ, ინოვაციურ საშუალებას — გაიტანოთ ამანათი სწრაფად, მარტივად და უკონტაქტოდ — ოპერატორის, რიგებისა და დამატებითი დოკუმენტების წარდგენის გარეშე.
რომელ ფილიალებშია ბოქსები ხელმისაწვდომი?
თბილისი:
▪️ ისანი
▪️ ვარკეთილი
▪️ საბურთალო
▪️ გლდანი
▪️ დიდი დიღომი
რუსთავი:
▪️ მეგობრობის ქ. №1
ბათუმი:
▪️ დემეტრე თავდადებულის №50
როგორ უნდა გაიტანოთ ამანათი?
გატანისთვის საჭიროა ტრანსპორტირების ღირებულების წინასწარ გადახდა და შტრიხკოდის მიღება ერთ-ერთი მარტივი მეთოდით:
მეთოდი I — პირადი პროფილიდან
გაიარეთ ავტორიზაცია და შედით თქვენს ოთახში
მენიუდან აირჩიეთ "ბოქსიდან გატანა“
შექმენით გასატანი მანათების ჯგუფი და დააგენერირეთ შტრიხკოდი
მეთოდი II — SMS შეტყობინებიდან
გახსენით შეტყობინება ამანათის ჩამოსვლის შესახებ
გადადით ბმულზე
ჩამოსქროლეთ და იხილეთ შტრიხკოდი
ჩვენს ოფისში მოსვლისას, უბრალოდ წააკითხეთ შტრიხკოდი ბოქსზე არსებულ წამკითხველს და აიღეთ თქვენი ამანათი — სულ ეს არის!
ინექს გრუპი ზრუნავს თქვენს კომფორტზე — ნაკლები დრო, მეტი სიმარტივე.
ჩინეთში ადგილობრივი დღესასწაულის გამო, ჩვენი ჩინეთის საწყობი და ადგილობრივი საფოსტო სერვისები არ იმუშავებენ 04 აპრილიდან 06 აპრილის ჩათვლით.
ბოლო ავია გადაზიდვის რეისი გამოიგზავნება 03 აპრილს, ხოლო მომდევნო რეისი გამოიგზავნება 09 აპრილს.
ბოლო სახმელეთო გადაზიდვის რეისი გამოიგზავნება 03 აპრილს, მომდევნო რეისი — 10 აპრილს.
მადლობა, რომ სარგებლობთ ინექსის მომსახურებით