სახელმწიფო განსაბაჟებელ საქონელზე საბაჟო მომსახურების გადასახადს აწესებს!
18.04.2022
2022 წლის 14 მაისიდან კანონში შედის ცვლილება. კერძოდ იცვლება საქართველოს მთავრობის №201 დადგენილება. ცვლილების მიხედვით საქართველოს მთავრობა განბაჟების თანხის პარალელურად, აწესებს საქართველოს საბაჟოს მომსახურების გადასახადს განსაბაჟებელ საქონელზე.
• 300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე განსაბაჟებელ თანხას დაემატება – 20 ლარი;
• 3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე კი განსაბაჟებელ თანხას დაემატება – 100 ლარი.
აღნიშნული თანხის გადახდა მოხდება საქართველოს ხაზინის ანგარიშზე, დეკლარაციის დაბეჭდვამდე და განბაჟების საფასურის გადახდამდე.
ჩინეთში ადგილობრივი დღესასწაულის გამო, ჩვენი ჩინეთის საწყობი და ადგილობრივი საფოსტო სერვისები არ იმუშავებენ 04 აპრილიდან 06 აპრილის ჩათვლით.
ბოლო ავია გადაზიდვის რეისი გამოიგზავნება 03 აპრილს, ხოლო მომდევნო რეისი გამოიგზავნება 09 აპრილს.
ბოლო სახმელეთო გადაზიდვის რეისი გამოიგზავნება 03 აპრილს, მომდევნო რეისი — 10 აპრილს.
მადლობა, რომ სარგებლობთ ინექსის მომსახურებით