აშშ-დან გამომწერების საყურადღებოდ!
28.10.2022
ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო ფოსტის USPS-ის შესახებ.
თუ თქვენი ამანათი ჩვენს აშშ-ს ოფისამდე USPS-ს მოაქვს მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ბოლო 2 კვირაა აღნიშნულ ფოსტას ინექს გრუპის საწყობში ამანათები არ მოუტანია. მიზეზად ასახელებენ მძღოლების ნაკლებობას.
სწორედ ამიტომ უკვე ორჯერ მოგვიწია ტრანსპორტის ქირაობა და ამანათების ჩვენი ძალებით წამოღება აღნიშნული ფოსტის საწყობიდან. USPS კი ამანათების უმრავლესობას მიტანილის (Delivered) სტატუსს ანიჭებდა მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენამდე არ მოუტანიათ!
პირველად USPS-ის საწყობიდან ათასობით დაგროვილი ამანათი წამოვიღეთ შაბათს, 22 ოქტომბერს. ამანათები გატარდა შაბათ-კვირას, ორშაბათს კი გამოიგზავნა სპეციალური რეისით. 25 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ წამოვიღეთ დარჩენილი ამანათები. ისინი გატარდება და გამოიგზავნება მეორე დღესვე, 26 ოქტომბერს, სპეციალური რეისით.
აქტიურად ვმუშაობთ USPS-ის მენეჯმენტთან, საკითხის მოსაგვარებლად.
შექმნილი სიტუაციის გამო არანორმირებული გრაფიკით, დასვენების დღეების გარეშე, მუშაობს საწყობი, რათა ამანათები დროულად აისახოს და გამოიგზავნოს.
დამატებით ინფორმაციას USPS-ის სტატუსების შესახებ გაეცანით ლინკზე https://bit.ly/3fmyPA5
გამოიწერე Trendyol-დან და ისარგებლე ფასდაკლებით!
გამოიყენე პრომო კოდი: BIG40 და ისარგებლე 40%-იანი ფასდაკლებით! ფასდაკლება მოქმედებს 9 მარტის ჩათვლით (მაქსიმუმ 500 ლირამდე)*
* გაითვალისწინე, ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ქართული ბარათით გადახდისას. ამიტომ ფასდაკლებული ფასი გამოჩნდება ბარათის მონაცემების შეყვანის შემდეგ.
Trendyol-ის და ინექსის თანამშრომლობის ბენეფიტები:
⚫ Trendyol-დან გამოწერისას აღარ გჭირდება ინექსის საიტიდან მისამართების გადაკოპირება, პირდაპირ გადამზიდავად მიუთითებ ინექს გრუპს, სახელს გვარს და ოთახის ნომერს.
⚫ ამანათების გატანის შეძლებ ინექსის შენს ოთახში მითითებული ფილიალიდან ან მიიღებ შენს მისამართზე საკურიერო სერვისის საშუალებით.
გამოიწერე ნივთები პირდაპირ ვებგვერდიდან: www.trendyol.com ან
გადმოწერე Trendyol-ის აპლიკაცია: