ჩინეთიდან გამომწერების საყურადღებოდ!
03.04.2025
4 აპრილიდან - 7 აპრილის ჩათვლით ჩინეთში დასვენების დღეების გამო, არ იმუშავებენ ჩვენი ჩინეთის საწყობი და ადგილობრივი ფოსტები.
▶ აღნიშნულ პერიოდში მოსატანი ან გამოწერილი ამანათები შეინახება საკურიერო კომპანიების საწყობებში და ინექსის მისამართზე მოვა სადღესასწაულო პერიოდის დასრულების შემდეგ.
▶ ერთჯერადად, გამონაკლისის სახით, პარასკევის ნაცვლად რეისი შესრულდება ხუთშაბათს, 3 აპრილს.
▶ მომდევნო რეისი, გამოიგზავნება 11 აპრილს.
მადლობა, რომ ირჩევთ ინექს გრუპს
შეგახსენებთ, რომ სითხის შემცველი, ფეთქებადსაშიში და აალებადი პროდუქციის (მათ შორის სუნამოების) ტრანსპორტირება აკრძალულია ყველა იმ მიმართულებიდან საიდანაც ტრანსპორტირება ხდება საჰაერო გზით.
სუნამოების ჩამოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "shipping address"–ში მიუთითებთ ჩვენს გერმანიის, ესპანეთის, საბერძნეთის, იტალიისა და თურქეთის მისამართებიდან რომელიმეს, რადგან ამ ქვეყნებიდან ამანათები მოდის სახმელეთო გზით.
გთხოვთ, ამანათების ონლაინ შესყიდვამდე კიდევ ერთხელ გაეცნოთ აკრძალული ნივთების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. იხილეთ ბმული.
მადლობა, რომ ირჩევთ ინექს გრუპს!