მომხმარებელთა საყურადღებოდ - ცვლილება განსაბაჟებელ ამანათებთან დაკავშირებით
21.06.2025
გაცნობებთ, რომ იცვლება სადეკლარანტო მომსახურების საფასური განსაბაჟებელი ონლაინ ამანათებისთვის.
მომსახურების ღირებულება, 2025 წლის 1 ივლისიდან, განისაზღვრება 10 ლარით.
დეტალურ ინფორმაციას განბაჟების პროცედურასთან დაკავშირებით იხილავთ
ჩინეთიდან გამომწერების საყურადღებოდ!
ჩინეთში ადგილობრივი დღესასწაულის გამო, ჩვენი ჩინეთის საწყობი და ადგილობრივი საფოსტო სერვისები არ იმუშავებენ 04 აპრილიდან 06 აპრილის ჩათვლით.
ბოლო ავია გადაზიდვის რეისი გამოიგზავნება 03 აპრილს, ხოლო მომდევნო რეისი გამოიგზავნება 09 აპრილს.
ბოლო სახმელეთო გადაზიდვის რეისი გამოიგზავნება 03 აპრილს, მომდევნო რეისი — 10 აპრილს.
მადლობა, რომ სარგებლობთ ინექსის მომსახურებით