პერსონალური ამანათები

ინექს გრუპი გთავაზობთ კერძო პირების მიერ გამოგზავნილი ამანათების ტრანსპორტირებას შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, თურქეთი, ისრაელი, იტალია, კვიპროსი, ნიდერლანდები, საბერძნეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, დანია, შვედეთი

ასევე გთავაზობთ პერსონალური ამანათების გაგზავნას საქართველოდან ევროპის ქვეყნებში.

როგორ მუშაობს სერვისი?
  • მიიტანეთ ამანათი ჩვენი პარტნიორების ოფისებში მითითებულ მისამართებზე ან დაუკავშირდით საკურიერო სერვისის თაობაზე.  
  • მიუთითეთ მიმღების სახელი, გვარი და მოქმედი მობილური ტელეფონის ნომერი.
  • ამანათს ჩაბარებისას მიენიჭება უნიკალური თრექინგ კოდი, რომლის საშუალებითაც მიმღებს შეუძლია გადაამოწმოს მისი მდებარეობა და სტატუსი.
  • მიმღები საქართველოში ამანათის გატანისას ვალდებულია თან იქონიოს საკუთარი პირადობის მოწმობა ან პასპორტი. 
  • ამანათის ჩამოსვლისას მიმღებს გაეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება. 
  • ამანათები ნაწილდება  საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში. 
news
ჩინეთიდან გამომწერების საყურადღებოდ!

ჩინეთში ადგილობრივი დღესასწაულის  გამო, ჩვენი ჩინეთის საწყობი და ადგილობრივი საფოსტო სერვისები არ იმუშავებენ 04 აპრილიდან 06 აპრილის ჩათვლით.

ბოლო ავია გადაზიდვის რეისი გამოიგზავნება 03 აპრილს, ხოლო მომდევნო რეისი გამოიგზავნება 09 აპრილს.

ბოლო სახმელეთო გადაზიდვის რეისი გამოიგზავნება 03 აპრილს, მომდევნო რეისი — 10 აპრილს.

მადლობა, რომ სარგებლობთ ინექსის მომსახურებით

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?